მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ვის უფრო ადრე უმტყუნებს ნერვები: ვაშინგტონისა და ანკარის დაპირისპირება გრძელდება

© AP Photo / Evan Vucciრეჯეფ ერდოღანი და დონალდ ტრამპი
რეჯეფ ერდოღანი და დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის ექსპერტმა ვლადიმირ ფიტინმა რადიო Sputnik-ის ეთერში ანკარა-ვაშინგტონის დაპირისპირებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. პენტაგონი მიმართავს ძალისხმევას, რათა შეინარჩუნოს ურთიერთობა თურქეთთან მას შემდეგ, რაც ანკარამ ამერიკული სამხედრო ბაზების შესაძლო დახურვის შესახებ გააკეთა განცხადება, თქვა საინფორმაციო სააგენტო РИА Новости-სთან საუბრისას პენტაგონის წარმომადგენელმა.

მანამდე თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიიფ ერდოღანი, აშშ-ის სანქციების პასუხად, ინჯირლიკისა და ქიურეჯიკის სამხედრო ბაზების დახურვით დაიმუქრა. 

ინჯირლიკის სამხედრო ავიაბაზა თურქეთში - Sputnik საქართველო
აშშ-ის სამხედრო ბაზები თურქეთში: პენტაგონი ანკარის მუქარას პასუხობს

„თურქეთში ჩვენი ძალების სტატუსს განვიხილავთ როგორც ათობით წლიანი ვალდებულების სიმბოლოს – ვიმუშაოთ და დავეხმაროთ თავდაცვაში ჩვენს ნატოელ მოკავშირესა და სტრატეგიულ პარტნიორ თურქეთს... სამინისტრო მიმართავს ძალისხმევას, შეინარჩუნოს ეს ურთიერთობები და, ამასთან, წაახალისოს თურქეთი უფრო კონსტრუქციული პოლიტიკისადმი С-400-ისა და სირიის საკითხებში და ასევე სხვა ასპექტებში, სადაც რაიმე უთანხმოება არსებობს“, — განაცხადა პენტაგონის წარმომადგენელმა. 

ამასთან, მან ხაზი გაუსვა თურქეთის როლს ავღანეთის, კოსოვოსა და ასევე ერაყის საკითხებში. 

თურქეთის სამხრეთში მდებარე ავიაბაზა ინჯირლიკით ამერიკული სამხედრო-საჰაერო ძალები სარგებლობს, ხოლო ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ქიურეჯიკის ბაზაზე დისლოცირებულია სარაკეტო თავდასხმის ადრეული შეტყობინების რადიოლოკაციური სადგური, რომელიც ევროპაში ნატოს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის ნაწილია. 

რუსეთის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის ექსპერტმა ვლადიმირ ფიტინმა რადიო Sputnik-ის ეთერში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ანკარისა და ვაშინგტონის დაპირისპირება უკვე დიდი ხანია გრძელდება და არც ერთ მხარეს არ სურს პოზიციების დათმობა.

„ვითარება ახლა ამგვარია: ვის უფრო ადრე უმტყუნებს ნერვები. შეერთებული შტატები დიდი ხანია ებრძვის თურქეთს იმისთვის, რომ ჩააყენოს ის ნატოს საერთო კოლონაში, რათა თურქეთი არანაირად არ გამოირჩეს თავისი განზრახვებით და არ წარმოაჩინოს სხვებისგან განსხვავებული საკუთარი ინტერესები. მაგრამ სასწორის ორ პინაზე სხვადასხვა რამ დევს. ერთი მხრივ, ამერიკელებს სურთ, რომ თურქეთი სრულად დაემორჩილოს მითითებებსა და ინსტრუქციებს ვაშინგტონიდან, მეორე მხრივ, მათ ესმით თურქეთის არმიის უკიდურესი მნიშვნელობა ნატოს პოტენციალის თვალსაზრისით: ეს ძალის მხრივ მეორე არმიაა ნატოში, რომელიც ამ ორგანიზაციის აღმოსავლეთ ფლანგს უზრუნველყოფს“, — აღნიშნა ექსპერტმა.

რუსული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის С-400 სისტემების თურქეთისთვის მიწოდება, რამაც ანკარასა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობა დაძაბა, ივლისში დაიწყო. თურქეთში აცხადებენ, რომ С-400-ის სისტემები 2020 წლის აპრილიდან ამოქმედდება. ვაშინგტონი ითხოვს გარიგებაზე უარის თქმას და თურქეთს მათ სანაცვლოდ ამერიკული Patriot-ის შეძენას სთავაზობს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი თურქეთისთვის F-35-ის მიწოდების შეჩერებით, ასევე სანქციების დაწესებით იმუქრება. ანკარამ დათმობაზე უარი განაცხადა. ერდოღანის თქმით, C-400 მზადყოფნაში სრულად 2020 წლის აპრილიდან იქნება.

ყველა ახალი ამბავი
0