„სუხიშვილები“ თბილისში საქველმოქმედო კონცერტზე წარდგებიან

© photo: Sukhishvilebi / FB„სუხიშვილები“
„სუხიშვილები“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში პოპულარული მუსიკოსები და მოცეკვავეები წარდგებიან კონცერტზე, რომელიც შეჭირვებული თბილისელების დასახმარებლად იმართება

თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. ქართული საქველმოქმედო ფონდი „ცხოვრება მშვენიერია“ 15 დეკემბერს ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში 2019 წლის დასკვნით კონცერტს გამართავს, უამბო „Sputnik-საქართველოს“ ფონდის დირექტორმა გიორგი რიჟმაძემ.

მსოფლიო დონის ორი ქართველი ვარსკვლავი მსმენელს მუსიკალურ სიურპრიზს უმზადებს >>

მისი თქმით, ბილეთების გაყიდვით შემოსული თანხა გადაეცემა უფასო სასადილოს, რომელიც თბილისში წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის ეკლესიის ეზოში ფუნქციონირებს. სასადილო საქველმოქმედო ორგანიზაცია „თხილის გულმა“ ექვსი წლის წინ გახსნა.

„ყოველდღიურად ამ სასადილოში 200-მდე სოციალურად დაუცველ ადამიანს კვებავენ. მაგრამ ყველა მსურველისთვის სახსრები არ ყოფნის. ჩვენ გადავცემთ მათ შეგროვილ თანხას, რათა შეძლონ მარაგის გაკეთება და უფრო მეტს დაეხმარონ, სტუმრების რაოდენობა 300-350-მდე გაზარდონ“, - გვიამბო რიჟმაძემ.

კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“, ნიაზ დიასამიძე, ჯგუფი „33ა“ და პოპულარული ბენდი „რეგეონი“ (REGGAEON).

ფონდი „ცხოვრება მშვენიერია“ 2013 წლიდან ფუნქციონირებს. აღსანიშნავია, რომ ფონდის ყველა თანამშრომელი უფასოდ მუშაობს.

ყველა ახალი ამბავი
0