ნიგურიანი: მაშველებმა მესტიაში 100-მდე ქართველი და უცხოელი ტურისტი გადაარჩინეს

© photo: Sputnikმიკროფონი
მიკროფონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მესტიის სამაშველო სამსახურის წარმომადგენელი გიორგი ნიგურიანი „Sputnik–საქართველოს“ მკითხველისთვის მესტიაში მომხდარ სტიქიაზე საუბრობს.
ნიგურიანი: მაშველებმა მესტიაში 100-მდე ქართველი და უცხოელი ტურისტი გადაარჩინეს

„დაბა მესტიაში რამდენიმედღიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად ლეხზირის ხეობაში დიდი რაოდენობით ნატანი მასალის ჩადინების შედეგად მდინარე მესტიაჭალა ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა. ადიდებული მდინარის, მესტიაჭალის ნაპირიდან უსაფრთხო ადგილზე გადავიყვანეთ 100-მდე ქართველი და უცხოელი ტურისტი. ისინი სტიქიის გამო ვერ ახერხებდნენ მდინარის მეორე ნაპირზე დაბრუნებას“, – აღნიშნა გიორგი ნიგურიანმა.

ნიგურიანის განმარტებით, განადგურებულია რამდენიმე ავტომანქანა, საავტომობილო ხიდი და სხვა ინფრასტრუქტურა, თუმცა სტიქიას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ყველა ახალი ამბავი
0