შეცვლიან თუ არა მოთხოვნას პარლამენტის წინ შეკრებილი მომიტინგეები

© Sputnik / Vladimir Umikashviliსაპროტესტო აქცია პარლამენტთან
საპროტესტო აქცია პარლამენტთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სანდრა რულოვსმა  განაცხადა, რომ აქციის მონაწილეები ცოტა ხანში მარტო შს მინისტრის გადადგომას კი არა, მთლიანად მთავრობის გადადგომასაც მოითხოვენ

თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის წინ შეკრებილი საპროტესტო აქციის მონაწილეების ერთადერთ მოთხოვნას ახალი მოთხოვნები არ დაემატება, განაცხადა აქციის ერთ–ერთმა ორგანიზატორმა შოთა დიღმელაშვილმა.

მომიტინგეებმა უზარმაზარი ბანერი გაშალეს გახარიას გადაგომის მოთხოვნით - ვიდეო >>

საპროტესტო აქცია თბილისიც ცენტრში მეათე დღეა მიმდინარეობს, ამ ეტაპზე აქციის მონაწილეებს მხოლოდ ერთი მოთხოვნა დარჩათ – შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომა. მანამდე თანამდებობა დატოვა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ; გარდა ამისა, ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით და თან, ნულოვანი ბარიერით ჩატარდება.

„ჩვენ გვქონდა სამი მოთხოვნა და გვექნება სამი მოთხოვნა. ამ მოთხოვნებს არც არაფერი გამოაკლდება და არც არაფერი დაემატება, არც არაფერი ჩარედაქტირდება, ჩვენ გვიკმაყოფილებენ სამივე მოთხოვნას და მერე მივდივართ სახლში, რადგან ეს სიტყვა დავთქვით ჩვენ და ჩვენს სიტყვებს პატივს ვცემთ, ჩვენთვის სიტყვა ჰაერი არ არის", - განაცხადა შოთა დიღმელაშვილმა სიტყვით გამოსვლის დროს.

ქართული ოცნების სათაო ოფისი - Sputnik საქართველო
მმართველი პარტია „პროპოციული არჩევნები 2020“-ის პრეზენტაციისთვის ემზადება

მანამდე „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სანდრა რულოვსმა  განაცხადა, რომ აქციის მონაწილეები მარტო შს მინისტრის გადადგომას კი არა, მთლიანად მთავრობის გადადგომასაც მოითხოვენ.

„მგონი, აქციის მონაწილეები მოთხოვნებს დაამატებენ ცოტა ხანში, რადგან ივანიშვილის დანიშნული ხალხი, ხომ ხედავთ, რომ ვერ აკეთებს საქმეს და უნდა შეიცვალოს მთლიანი მთავრობა, უნდა შეიცვალოს განლაგება პარლამენტში“, - განაცხადა სანდრა რულოვსმა.

„ევროპული საქართველოს" წევრი სერგი კაპანაძე ახალი მოთხოვნების წამოყენებას არ ემხრობა.

„ეს მოთხოვნა უნდა შენარჩუნდეს, რომელიც ახლა გვაქვს და ამ აქციის ორგანიზატორებს არავინ კარნახობს პირობებს, არც მესამე პრეზიდენტი, არც სხვა რომელიმე პოლიტიკური პარტია. ეს არის მოთხოვნა, რომელიც აქვს გაბრაზებულ ხალხს და გაბრაზებულ ხალხს ახლა უნდა გახარიას გადადგომა“, - განაცხადა კაპანაძემ.

უცხოელთა რეაქცია: საელჩოები საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურებიან >>

საპროტესტო აქცია, რომელიც 20 ივნისს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლის საპასუხოდ დაიწყო, ღამით არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. მომიტინგეები პარლამენტში შეჭრას ცილობდნენ. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავებულთა რაოდენობამ 240-ს მიაღწია, აქედან 80 პოლიციელია. სამართალდამცველებმა 305 ადამიანი დააკავეს.

ყველა ახალი ამბავი
0