ზაზარაშვილი: შემდეგ ათასჯერ ვუყურე ვიდეოს და ყველა ჯერზე საოცარი ემოციები მქონდა

© photo: Alexandre Zazarashvili / FBალექსანდრე ზაზარაშვილი
ალექსანდრე ზაზარაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საბავშვო მუსიკალური მეგა-შოუ „რანინას“ 2018 წლის მონაწილე ალექსანდრე ზაზარაშვილი უკრაინულ „ვოისიში“ მიღწეულ წარმატებაზე საუბრობს.
ალექსანდრე ზაზარაშვილი უკრაინულ ვოისზე საუბრობს

„ჩემს მასწავლებელთან მოვიდნენ ბულგარეთის ერთ-ერთი ფესტივალის ორგანიზატორები და შესთავაზეს ბავშვების გაშვება ფესტივალზე. ჩემმა მასწავლებელმა მე გამაგზავნა. გავიმარჯვე ამ ფესტივალზე და შემდეგ წამიყვანეს უკრაინაში. ამ ფესტივალის ორგანიზატორს ძალიან მოვეწონე და მიმიყვანა უკრაინული „ვოისის“ ქასთინგზე. იმდენად ემოციური იყო ეს ყველაფერი... შემდეგ ათასჯერ მაინც ვუყურე და ყველა შემთხვევაში ერთი და იგივე ემოციებით ვუყურებდი“, ამბობს ზაზარაშვილი.

ალექსანდრე ზაზარაშვილი უკრაინული „ვოისის“ ბრმა ქასთინგზე გავიდა. მან ინგლისური ჰიტი „All by myself“ იმღერა. პატარა მომღერალმა ჟიურის აღფრთოვანება მალევე მოახერხა  და ოთხივე წევრი შემოუბრუნდა. მისი ნამღერით აღფრთოვანებული დარბაზი ფეხზე წამოდგა. დარბაზში მყოფი ადამიანები ცრემლებს ვერ იკავებდნენ.

ყველა ახალი ამბავი
0