დაცვის პოლიციის მანქანა, რომელსაც თანხა გადაჰქონდა, სანიაღვრე არხში ჩავარდა - ვიდეო

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამართალდამცველები დაცვის პოლიციის მეორე ავტომობილს ელოდებიან, რომელმაც არსებული თანხა უნდა გადაიტანოს.

თბილისი, 8 მაისი – Sputnik. დაცვის პოლიციის მანქანა, რომელსაც  თანხა გადაჰქონდა, სურამისკენ მიმავალ გზაზე ავარიაში მოხვდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

დაცვის პოლიციის მანქანა Honda-ს მარკის ავტომობილს შეეჯახა და სანიაღვრე არხში ჩავარდა.

შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

სამართალდამცველებმა პერიმეტრი სპეციალური ლენტებით გადაკეტეს და დაცვის პოლიციის მეორე ავტომობილს ელოდებიან, რომელმაც არსებული თანხა უნდა გადაიტანოს.

ყველა ახალი ამბავი
0