თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. ლანჩხუთის რაიონის სოფელ ხაჯალიაში 9 წლის ბიჭი საქანელიდან გადმოვარდა და დაიღუპა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
სოფელ მერეთში ავტოავარიას ოთხი წლის ბავშვი ემსხვერპლა>>>
ინციდენტი სახლის ეზოში მოხდა.
„ბავშვი ძმასთან ერთად ეზოში თამაშობდა, საქანელიდან გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა. შემთხვევას ბებია შეესწრო", – განაცხადა ლანჩუთის მერიის წარმომადგენელმა ირაკლი გუჯაბიძემ.
მისი თქმით, მთელი სოფელი შეძრულია მომხდარით.