ამანათი აშშ-დან: „საქართველოს ფოსტით“ იარაღის ნაწილები გადმოაგზავნეს

© photo: Sputnik / Mikhail Voskresensky / გადასვლა მედიაბანკშიდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
დანაშაულებრივი სქემის თანახმად, ბრალდებულს, თანამზრახველებთან ერთად, საქართველოში საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანილი იარაღის ნაწილების თურქეთში უკანონოდ გადატანა სურდა.

თბილისი, 29 მარტი — Sputnik. საქართველოს ტერიტორიაზე სხვადასხვა ცეცხლსასროლი იარაღის შემადგენელი ნაწილების უკანონო შემოტანის ბრალდებით თბილისში 42 წლის თურქეთის მოქალაქე დააკავეს, განაცხადა სპეციალურ ბრიფინგზე კრიმინალური პოლიციის ცენტრალური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ მამუკა ჭელიძემ.

ცნობილია ესპანეთში დაკავებული ქართველი „კანონიერი ქურდების“ ვინაობა>>>

ჭელიძის სიტყვებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, მთავარი პროკურატურის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საჰაერო ტვირთების კონტროლის უწყებათშორისი დანაყოფისა და აშშ-ის შიდა უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლობის შედეგად ცეცხლსასროლი იარაღის ნაწილებით უკანონო ვაჭრობის ტრანსნაციონალური სქემა გამოვლინდა. 

ათენი - Sputnik საქართველო
საბერძნეთში სამართალდამცველებმა კრიმინალური დაჯგუფების ქართველი ხელმძღვანელი დააკავეს

ჩადენილი დანაშაული 8-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, თანამზრახველებთან ერთად, წინასწარ შემუშავებული სქემის მიხედვით, გადაწყვიტა ქვეყანაში მალულად შემოეტანა ცეცხლსასროლი იარაღის რამდენიმე მოდელის ნაწილები.

განზრახვის განსახორციელებლად ი.ი.-მ და მისმა თანამზრახველებმა აშშ-დან გადამზიდავი კომპანია „საქართველოს ფოსტის“ მეშვეობით ნაცნობის სახელზე საქართველოში გამოაგზავნეს საფოსტო ამანათი, რომელშიც დეკლარირებული საქონლის ნაცვლად დამალული იყო ცეცხლსასროლი იარაღის შემადგენელი ნაწილები.

სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად 1976 წელს დაბადებული ი.ი. თბილისში ავტომობილით გადაადგილებისას დააკავეს.

იზრდება თუ არა დანაშაული საქართველოში - პრემიერის სიტყვა პარლამენტში>>>

პოლიციამ დაკავებულის ავტომობილის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო სხვადასხვა სისტემის ცეცხლსასროლი იარაღის შემადგენელი ნაწილების 16 კომპლექტი, მათ შორის, 7 კომპლექტი არის Glock 19-ის მოდელის პისტოლეტის, 9 კომპლექტი – Glock 17 Gen 4-ის მოდელის პისტოლეტის ნაწილები.

საქართველო-სომხეთის საზღვარი - Sputnik საქართველო
საქართველოში არ შემოუშვეს კრიმინალური ავტორიტეტები სომხეთიდან

გარდა ამისა, თბილისში, სოხუმის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი ბინიდან, სადაც დაკავებული დროებით ცხოვრობდა, ასევე ნივთმტკიცებად ამოღებულია Glock-ის 4 ბუდე, იარაღის ლულის საწმენდი 40 ჯაგრისი, ცეცხლსასროლი იარაღის 8 ტარი და 9 მჭიდი.

ასევე დადგინდა, რომ დანაშაულებრივი სქემის თანახმად, ბრალდებულს თანამზრახველებთან ერთად საქართველოში საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანილი იარაღის ნაწილების თურქეთში უკანონოდ გადატანა სურდა.

საქართველოს შსს უცხოელ კოლეგებთან ინტენსიური თანამშრომლობის ფარგლებში აღნიშნულ დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებებს აგრძელებს.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ საქართველოს საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ყველა ახალი ამბავი
0