მილიონობით ლარის თაღლითურად გამოძალვის ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს

© photo: Sputnik / Mikhail Voskresensky / გადასვლა მედიაბანკშიეჭვმიტანილი ხელბორკილებში
ეჭვმიტანილი ხელბორკილებში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალდებულებს სასჯელის სახით ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

თბილისი, 28 მარტი — Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავეს, აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, ბრალდებულები ერთ-ერთი კომპანიის დირექტორს 2,7 მლნ ლარის გადახდის სანაცვლოდ კომპანიის საბანკო ანგარიშებზე სახელმწიფოს მიერ დადებული ინკასოსა და ყადაღის მოხსნას ჰპირდებოდნენ.

სუს-მა რეგიონებში სამსახურების ხელმძღვანელები შეცვალა>>

„არწმუნებდნენ, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტროში საკუთარი გავლენისა და ნაცნობობის გამოყენებით უზრუნველყოფდნენ მისთვის რამდენიმე ათეული მილიონი ლარის ღირებულების მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის კონკურენციისა და ტენდერში მონაწილეობის გარეშე გადაცემას", – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

ბრალდებულები თაღლითურად დაეუფლნენ მოთხოვნილი თანხის ნაწილს – 10 ათას აშშ დოლარს, რა დროსაც სუს-ის თანამშრომლებმა ისინი ბრალდებულის სახით დააკავეს.

დაკავება - Sputnik საქართველო
სუს-მა თაღლითობისთვის ერთი პირი დააკავა და ახალციხის მერის ყოფილი მოადგილე ამხილა

გარდა ამისა, ორგანიზებული ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა 2016 წლის საპარლამენტო და 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ზემოხსენებული კომპანიის წარმომადგენელს ვითომდა არჩევნების დასაფინანსებლად და სუს-ის მაღალჩინოსნებისთვის გადასაცემად სამ ეტაპად ჯამში მოტყუებით 350 ათასი ლარი გამოართვა.

გამოძიება ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა" და მესამე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახით ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქმეზე ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

ყველა ახალი ამბავი
0