თბილისში ინტერპოლით ძებნილი აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

© photo: Sputnik / Mikhail Voskresensky / გადასვლა მედიაბანკშიდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
56 წლის მამაკაცი სასტუმრო Holiday Inn-ის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

თბილისი, 27 მარტი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მიმდინარე წლის თებერვლიდან ინტერპოლის „წითელი ცირკულარით" ძებნილი აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ეჭვმიტანილის დაკავება - Sputnik საქართველო
შსს-მ ინტერპოლით ძებნილი თურქი თბილისში დააკავა

სამართალდამცველებმა ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად 56 წლის მამაკაცი თბილისში, სასტუმრო Holiday Inn-ის („ჰოლიდეი ინი") მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

დაკავებულს ბრალი ედება აზერბაიჯანის რესპუბლიკის სსკ-ის 178-ე მუხლით, რაც გულისხმობს თაღლითობას, რამაც დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი გამოიწვია. დაკავებულს ხუთიდან ათ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

 

ყველა ახალი ამბავი
0