„დედა ენა" სკოლებში ბრუნდება

© Sputnik / Levan Avlabreliდედა ენა
დედა ენა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართული სახელმძღვანელო „დედა ენა" 1865 წელს დაიწერა

თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს სკოლებში პირველკლასელებისთვის შეიძლება იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა" დაბრუნდეს.

ხელნაწერი ვეფხისტყაოსნის შექმნის იდეის ავტორი მაია ტყემალაძე - Sputnik საქართველო
„ვეფხისტყაოსანი“, რომელიც ჩვენ დროში მთელმა ერმა გადაწერა

საქართველოში განათლების სისტემა შეიცვლება>>>

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტმა და ასვე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი დაუჭირეს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დეპუტატების მარიამ ჯაშისა და ზაზა გაბუნიას საკანონმდებლო ინიციატივას. ცვლილებები ძალაში პარლამენტში კანონპროექტის სამივე მოსმენით მიღების, პრეზიდენტის მიერ ხელმოწერისა და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში" გამოქვეყნების შემდეგ შევა.

საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, განათლების სამინისტრო ექსპერტთა საბჭოს დახმარებით იაკობ გოგებაშვილის მეთოდით მოამზადებს სახელმძღვანელოს და სასწავლო პროცესისთვის დაბეჭდავს.

„დედა ენა" - ქართული ანბანი 1865 წელს დაწერა და გამოსცა საქართველოში სამეცნიერო პედაგოგიკის ფუძემდებელმა იაკობ გოგებაშვილმა.

სხვადასხვა დროს წიგნი ქართველი ავტორების მიერ გადამუშავდა, რათა იგი თანამედროვეობის შესატყვისი ყოფილიყო. გოგებაშვილის „დედა ენის" თავდაპირველი ვერსია სკოლებიდან ჯერ კიდევ 1930-იან წლებში ამოიღეს.

2013 წელს „დედა ენა" საქართველოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შევიდა.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0