ავარია თბილისში - დაზიანდა ოთხი ავტომობილი

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მანქანის მძღოლმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო.

თბილისი, 1 დეკემბერი - Sputnik. თბილისში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მამაკაცი დაშავდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

შემთხვევა დღეს შუადღეს გურამიშვილის გამზირზე მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, Hyundai-ს მარკის მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა, მოსრიალდა და ავტომობილს დაეჯახა. მან მსუბუქი დაზიანებები მიიღო.

დაზიანებულია ოთხი ავტომობილი. დამნაშავე მძღოლი ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდა.

ყველა ახალი ამბავი
0