რუსთავში საარჩევნო უბნის მინები ჩაამსხვრიეს

© Sputnik / Alexander Imedashviliკრიმინალისტები შემთხვევის ადგილზე
კრიმინალისტები შემთხვევის ადგილზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ორმა უცნობმა ოთხშაბათ საღამოს საარჩევნო უბანს ქვები დაუშინა

თბილისი, 29 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს შსს–მ საცხოვრებლის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევისა და საარჩევნო კომისიის მუშაობისთვის ხელის შეშლის მუხლებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა რუსთავის №37 საარჩევნო ბანზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия შსს–ს პრეს–სამსახურზე დაყრდნობით.

ცესკო-ს პრესსპიკერი ანა მიქელაძე - Sputnik საქართველო
ცესკოში სულ 261 საჩივარი შევიდა

ტელეკომპანია Imedi–ს ინფორმაციით, ოთხშაბათ საღამოს ორმა უცნობმა პირმა ქვები დაუშინა საარჩევნო უბანს. შედეგად, ჩაიმსხვრა შენობის მინები.

ადგილზე მობილიზებულია პოლიციისა და სასწრაფო დახმარების თანამშრომლები. ვინმეს დაკავების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

საქართველოში 28 ნოემბერს საპრეზიდენტო არჩევების მეორე ტური გაიმართა. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, 57%–ით ლიდერობს პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი. გრიგოლ ვაშაძეს ხმების 43% აქვს.

ყველა ახალი ამბავი
0