შორტ-ლისტში მოსახვედრად: საქართველო „ოსკარისა" და „ოქროს გლობუსისთვის" ბრძოლას იწყებს

© photo: Sputnik / Evgeny Odinokov / გადასვლა მედიაბანკშიქანდაკება „ოსკარი"
ქანდაკება „ოსკარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფილმ „ნამეს" პირველი ოფიციალური ჩვენება 7 ნოემბერს ლოს-ანჯელესში გაიმართება.

თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. საქართველო იწყებს კამპანიას კინოპრემიების „ოსკარისა" და „ოქროს გლობუსის" ნომინაციებისთვის - რამდენიმე დღეში ქვეყნის კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი უცხოელი კოლეგების სამსჯავროზე წარადგენს პრეტენდენტ ფილმს საქართველოდან – ზაზა ხალვაშის „ნამეს".

როგორც კინოცენტრი აღნიშნავს, „ოსკარისა" და „გლობუსისთვის" ბრძოლის კამპანიის ფარგლებში ფილმ „ნამეს" ჩვენება ლოს-ანჯელესში 7 ნოემბერს გაიმართება. კიდევ ორი ჩვენება დაგეგმილია 11 და 15 ნოემბერს ორგანიზაციის European Film Promotion (EFP) თაოსნობით, რომელიც ორგანიზაციების ერთადერთი საერთაშორისო ქსელია, რომელიც ევროპულ კინოს უწევს პოპულარიზებას და ყიდის მთელ მსოფლიოში.

Hollywood, land of dreams - Sputnik საქართველო
The Hollywood Reporter-ი ქართულ ფილმს სტატიას უძღვნის

კინოსეანსებს დაესწრებიან ამერიკული კინოაკადემიის წევრები, საერთაშორისო ბაიერები, ცნობილი უცხოური გამოცემების ჟურნალისტები, კინოსფეროს წარმომადგენლები. თავისი ფილმის წარსადგენად ამერიკაში მიემგზავრება რეჟისორი ზაზა ხალვაში, ასევე მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი მარიკა დიასამიძე.

„მაშინ, როდესაც „ოსკარისა“ და „ოქროს გლობუსის“ საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციისთვის ფილმები მსოფლიოს 80-ზე მეტი ქვეყნიდანაა წარდგენილი, დიდი მნიშვნელობა ენიჭება დამატებით ჩვენებებს, შეხვედრებსა თუ პრეზენტაციებს, რაც კამპანიის ფარგლებშია დაგეგმილი", – აღნიშნულია ქართული კინოცენტრის განცხადებაში.

ფილმი „ნამე" — ეს არის ზებუნებრივი ძალებით დაჯილდოებული ახალგაზრდა გოგონას ისტორია, რომელიც მაღალმთიან აჭარაში ცხოვრობს და თანასოფლელებს ეხმარება და კურნავს. „ნამე" არის საქართველოს, ლატვიისა და საფრანგეთის კოპროდუქცია.

„ოქროს გლობუსის" ნომინანტების შორტ-ლისტი ცნობილი იქნება 2018 წლის დეკემბერში, ხოლო „ოსკარის" - 2019 წლის იანვარში.

 

ყველა ახალი ამბავი
0