ენგურსგაღმელის დღიურებიდან...

CC BY-SA 2.0 / Ben Grey / Big Brotherუფროსი შვილი უმცროსთან შესახვედრად მის დაბადებამდე მოამზადეთ
უფროსი შვილი უმცროსთან შესახვედრად მის დაბადებამდე მოამზადეთ - Sputnik საქართველო
გამოწერა
დედას ისე შეუსივდა ფეხები, რომ სიარული უჭირდა. ასე სცოდნია ორსულობის ბოლო თვეს...

არ წყდებოდა სროლის ხმა და ზეცაც წითლდებოდა. მას შემდეგ არ მინახავს მე ცა - ასე ნაწამები.

ცა მამაჩემის ირისის ფერი იყო...

სატვირთო მანქანით დიდხანს გვატარეს და იმ დღეს პირველად გავიცანი ჯერ არდაბადებული ძმა. მთელი გზა გვიბაგუნებდა მე და დედას ფეხებს, ვერ მგუობდა დედის მუცელზე ჩაბღაუჭებულს.

არადა, რომ რამე, ტყვია ჯერ მე მომხვდებოდა, მერე მას და დედა გადარჩებოდა... დედა უნდა გადარჩენილიყო, იმიტომ რომ მამამ უთხრა - აუცილებლად დავბრუნდებიო და ვიღაც ხომ უნდა დახვედროდა მამას?!

რომელიღაც ცივ სახლში აღმოვჩნდით...

ბებომ პური მოიტანა საიდანღაც, ტალახივით – გამოშრობა აკლდა.

გიორგი ნაკაშიძის ფილმი მანდარინები - Sputnik საქართველო
ენგურსგამოღმელის ჩანაწერები – „რუბენა მანდარინებით“

წუხდა დედა, ფეხები და სახე უფრო შეუშუპდა. არ ვშორდებოდი ისედაც ვიწრო საწოლიდან და ტკიპასავით ვეკვროდი... ძილბურანში გავიგე, როდის დაეწყო სამშობიარო ტკივილები, მაგრამ გაღვიძება დამეზარა.

დილას კი კარზე კაკუნმა ჯერ ცალი თვალი დამაჭყეტინა და ბებიაჩემიც რომ ვერ დავლანდე, ორივე თვალი ვჭყიტე...

კარს მართლა ტკიპასავით ავეკარი და სადაც ჭუჭრუტანა ვნახე, იქ გავიხედე.

სამხედრო ბათინკები, ზღმურტლინი ბათინკები...

ახლა სხვა ჭუჭრუტანას ვეცი – ფორმიანები, იარაღი, გაბურძგნული წვერი, შავი სათვალეები, ბენდენები, ზურგჩანთები, სიგარეტი, კვამლი...

ერთს პატარა ჯაყვა დაუჭერია და ფრჩხილებს ისუფთავებს...

ჩაის პლანტაციები - Sputnik საქართველო
ჩაის პლანტაციებში გატარებული ბავშვობა და მივიწყებული სოფელი...

აკაკუნებენ და არ ვსუნთქავ, დამებერა ფილტვები...

აკაკუნებენ და სულ არ იციან, რომ კარს უკან ვდგავარ ბავშვი, თითისტოლა ბავშვი და ცოტა მიკლია ვიყვირო, რომ გარედან ვარ ჩაკეტილი, ბებო სადღაც აქვეა, რომ მამაჩემი ლაბრაში იბრძვის და რამე რომ დამიშავოთ, შურს იძიებს, რომ მე ძმა მეყოლა და ის მაინც მოგძებნით, როცა გაიზრდება!..

კაკუნი შეწყვიტეს და კიბეები ჩაირბინეს...

ბებიაჩემმა პური მოათრია საიდანღაც, პირი არ დავაკარე. დედაც მალე მოვიდა იმ ცივ სახლში ჭინჭებში გამოხვეული ჭყიპინა ბავშვით – ზედაც არ შემიხედავს...

სამყაროზე გავგულისდი...

მას შემდეგ ყველა დაკეტილი კარის მეშინია.

მინდა ყველა კარი ღია იყოს დედამიწაზე, რომ ადამიანებს კარს უკან სუნთქვა აღარ შეგვეკრას ფილტვების დაბერვამდე...

 

ყველა ახალი ამბავი
0