სენაკში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს

CC0 / Pixabay / stevepb / ნარკოტიკი
ნარკოტიკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაკავებულს უვადო პატიმრობა ემუქრება.

თბილისი, 14 ოქტომბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 55 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, 2 შეკვრად დაფასოებული ჰეროინი, ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკული საშუალების 30 აბი და 24 ნატეხი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0