რეჟისორ გიორგი შენგელაიას „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის იმედი აქვს

© photo: courtesy of Giorgi Shengelaiaგიორგი შენგელაია
გიორგი შენგელაია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცნობილი ქართველი რევის და რამდენს უხდის ბიძინა ივანიშვილი ფონდ „ქართუდან“

თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი, ცნობილი ქართველი რეჟისორი გიორგი შენგელაია მმართველ პარტიას „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ თავის პროგრამას მისი მხარდაჭერის მოპოვების იმედით გააცნობს.

„გულწრფელად მებრალება“ — დავით უსუფაშვილს ზურაბიშვილის შესაძლებლობებში ეჭვი ეპარება >>

„ქართულმა ოცნებამ“ უკვე განაცხადა, რომ არჩევნებზე საკუთარი კანდიდატი არ ეყოლება და მხარს დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭერს. ცესკოს რეგისტრაციისთვის 41-მა ადამიანმა მიმართა, 4-მა რეგისტრაცია უკვე გაიარა. არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.

„ბიძინა ივანიშვილი, რომელიც არის „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ვიცი კულუარებიდან, რომ ჩემ პოზიციას იზიარებს. მე დავესწრები “ქართული ოცნების” პოლიტბიუროს სხდომას, რომელიც 8 სექტემბერს იქნება და მათ განვუცხადებ ჩემს პროგრამას. მგონია, რომ შევთანხმდებით ჩვენ“, — განაცხადა შენგელაიამ პირველი არხის ეთერში.

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი - Sputnik საქართველო
საქართველოს არჩევნებზე წელსაც უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის დამკვირვებელი ეყოლება

რეჟისორმა ასევე განმარტა, რატომ გადაწყვიტა პოლიტიკაში წასვლა.

„ჩემი პოლიტიკაში წასვლა განაპირობა იმან, რომ პოლიტიკურ სპექტრში ვერ ვხედავ ძლიერ პიროვნებას. მე, როგორც კინორეჟისორს, მაქვს ამხელა პრაქტიკა და ორგანიზების  ნიჭი. ჩემი დევიზი არის „აწმყო შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მომავალისა“. სოციალური მხარე ძალიან მაწუხებს, ვუყურებ ჩემს მეზობლებს და მათ არანაირი ფული არ აქვთ. ამ ქვეყანას ყველაფერი აქვს, რომ კარგი ქვეყანა გახდეს“, – განაცხადა გიორგი შენგელაიამ.

გიორგი შენგელაია  1937 წლის 11 მაისს რეჟისორ ნიკოლოზ შენგელაიასა და მსახიობ ნატო ვაჩნაძის ოჯახში დაიბადა. მისი ძმაა — ცნობილი კინორეჟისორი ელდარ შენგელაია. გიორგი შენგელაია ავტორია ისეთი ცნობილი ქართული ფილმების, როგორიცაა „ალავერდობა“, „ვერის უბნის მელოდები“, „ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა“, „ხარება და გოგია“, „ორფეოსის სიკვდილი“, „სიყვარული ვენახში“. გადაღებულია ფილმებში: „ჩვენი ეზო“, „ოთარაანთ ქვრივი“, „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“ და სხვა.

ვის და რამდენს უხდის ბიძინა ივანიშვილი ფონდ „ქართუდან“ >>

გიორგი შენგელაიამ ვგიკ-ის სარეჟისორო ფაკულტეტი დაამთავრა, დიპლომი 1963 წელს დაიცვა.


ყველა ახალი ამბავი
0