ოსიპოვი: სამწუხაროდ, ხშირად გვიწევს დაჩეხილ, ნაწამებ ძაღლებთან და კატებთან მუშაობა

© FB / Vetlifeსერგო ოსიპოვი
სერგო ოსიპოვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვეტერინარი სერგო ოსიპოვი საუბრობს იმაზე, ყველაზე ხშირად რა პრობლემას აწყდება საზოგადოებაში ცხოველებთან დაკავშირებით.
ოსიპოვი: სამწუხაროდ, ხშირად გვიწევს დაჩეხილ, ნაწამებ ძაღლებთან და კატებთან მუშაობა

„პირველ რიგში, ეს არის გულგრილობა, აგრესია ცხოველების მიმართ. სამწუხაროდ, ძალიან ხშირად გვიწევს დაჩეხილ, დამტვრეულ, ნაწამებ ძაღლებთან და კატებთან მუშაობა. რა თქმა უნდა, ქუჩის ცხოველებს ვგულისხმობ. სასურველია რეგულაციები გამკაცრდეს“, – ამბობს სერგო ოსიპოვი.

ვეტერინარის განცხადებით, როცა ასეთ საშინელ დანაშაულს ჩადის ადამიანი, მან შესაბამისად უნდა აგოს პასუხი და გაუშვან ციხეში. საქართველოში ამასთან დაკავშირებით კანონი არსებობს, თუმცა მას მიაჩნია, რომ ის საკმარისად მკაცრი არ არის.

 

ყველა ახალი ამბავი
0