ბრაზილიის ნაკრებმა კოსტა-რიკას დამატებულ დროში მოუგო

© photo: Sputnik / Evgenya Novozhenina / გადასვლა მედიაბანკშიფეხბურთი. მსოფლიო-2018. მატჩი ბრაზილია - კოსტა-რიკა
ფეხბურთი. მსოფლიო-2018. მატჩი ბრაზილია - კოსტა-რიკა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ორივე გოლი ბრაზილიელებმა დამატებულ დროში გაიტანეს

თბილისი, 22 თბილისი — Sputnik. ბრაზილიის ნაკრებმა რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატზე ფეხბურთში E ჯგუფის მეორე ტურის მატჩში კოსტა-რიკას გუნდს მოუგო ანგარიშით 2:0.

მსაჯის მიერ დამატებულ დროში გოლები გაიტანეს ფილიპე კოუტინიომ (90+1) და ნეიმარმა (90+7).

აღსანიშნავია, რომ 79-ე წუთზე არბიტრების ვიდეოდახმარების სისტემის გამოყენების შედეგად რეფერიმ კოსტა-რიკელთა კარში დანიშნული პენალტი გააუქმა.

© photo: Sputnik / Alexander Kryazhev / გადასვლა მედიაბანკშიფეხბურთი. მსოფლიო-2018. მატჩი ბრაზილია - კოსტა-რიკა. მარცხნიდან ქვემოდ: მარსელო (ბრაზილია) მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მატჩში.
Футбол. ЧМ-2018. Матч Бразилия - Коста-Рика - Sputnik საქართველო
ფეხბურთი. მსოფლიო-2018. მატჩი ბრაზილია - კოსტა-რიკა. მარცხნიდან ქვემოდ: მარსელო (ბრაზილია) მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მატჩში.

ბრაზილიის ნაკრების ანგარიშზეა ოთხი ქულა, კოსტა-რიკას გუნდს ჯერჯერობით ქულები არ აქვს. ამ გუნდების მეტოქეები – სერბეთისა და შვეიცარიის ნაკრებები ერთმანეთს მეორე ტურში პარასკევს მოგვიანებით შეხვდებიან.

ჯგუფური ეტაპის მომდევნო მატჩში ბრაზილიის ნაკრები 27 ივნისს მოსკოვში სერბეთს დაუპირისპირდება, კოსტა-რიკის ნაკრები იმავე დღეს ნიჟნი ნოვგოროდში შვეიცარიის გუნდს შეხვდება.

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი რუსეთში 14 ივნისიდან 15 ივლისამდე გაგრძელდება, ტურნირის მატჩები 11 ქალაქის 12 სტადიონზე იმართება.

მთელი ინფორმაცია ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ იხილეთ Sputnik FIFA-2018-ის სპეცპროექტზე.


ყველა ახალი ამბავი
0