პანკისში თემირლან მაჩალიკაშვილის მამის მხარდამჭერი აქცია დაიწყო

© Sputnik / Levan Avlabreliმალხაზ მაჩალიკაშვილი
მალხაზ მაჩალიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მაჩალიკაშვილის ოჯახი არ გამორიცხავს, რომ თუ პანკისელების პროტესტს ხელისუფლება არ გათვალისწინებს, აქციები თბილისშიც გაგრძელდეს.

თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. პანკისის ხეობის სოფელ დუისში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამის მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერი საპროტესტო აქცია დაიწყო, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე - Sputnik საქართველო
სარალიძე მინისტრების გადადგომას ერთ კვირაში ელოდება

თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს თავისა და მხარის არეში დაიჭრა და 2018 წლის 10 იანვარს ის საავადმყოფოში გარდაიცვალა. სპეცოპერაციის მიზანი ცნობილი ტერორისტის ახმედ ჩატაევის თანამზრახველების დაკავება იყო.

მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადების საფუძველზე სუს-მა გამოძიება დაიწყო>>>

4 ივნისს მალხაზ მაჩალიკაშვილი და მისი ადვოკატები საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შეხვდნენ. როგორც ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა განაცხადა, კვირიკაშვილთან შეხვედრაზე, რომელმაც ოჯახს საქმის პირად კონტროლზე აყვანის პირობა მისცა, დეტალურად განიხილეს თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე.

აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან მაჩალიკაშვილის ოჯახისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას და იმ სპეცრაზმელთა დასჯას მოითხოვენ, რომლებიც ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალებაში არიან დამნაშავენი. წინააღმდეგ შემთხვევაში დუისელები საპროტესტო აქციების მოწყობით იმუქრებიან თბილისშიც.

მალხაზ მაჩალიკაშვილს სოლიდარობა გამოუცხადა ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ, რომელიც პანკისის ხეობაში ჩავიდა.

2017 წლის 1 დეკემბერს 16 წლის დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობა საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული გახდა. ზაზა სარალიძის ორგანიზებით საქართველოს პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციები 31 მაისს დაიწყო, რომელზეც სარალიძე მისი შვილის მკვლელებისა და მათი მფარველების დასჯას მოითხოვდა. საპროტესტო აქციას მალხაზ მაჩალიკაშვილიც შეუერთდა.

„ფაქტია, რომ ჯერ არავის არანაირი კომენტარი გაუკეთებია და არანაირი წინსვლა არაა. მე ყოველთვის ვიდგები მალხაზ მაჩალიკაშვილის გვერდით, რადგან ჩვენ გვაერთიანებს ერთი ტკივილი – ჩვენ შვილები მოგვიკლეს", – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

რატომ ესროლეს მაჩალიკაშვილს — ხელყუმბარაზე მისი თითის ანაბეჭდი არ აღმოჩნდა>>>

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით მაშინ საქართველოს უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ სპეცდანიშნულების რაზმმა სროლა მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც შენიშნა, რომ მაჩალიკაშვილი ხელყუმბარის აფეთქებას აპირებდა. მაჩალიკაშვილის ოჯახი ამტკიცებს, რომ თემირლანს ხელყუმბარა არ ჰქონია და ის ტერორისტებთან დაკავშირებული არ ყოფილა.

დღეისთვის ტერორისტებისთვის დახმარების ბრალდებით ექვსი ადამიანია დაკავებული — რუსლან ალდამოვი, ზურაბ გორნაკაშვილი, რამაზ მარგოშვილი, ბადურ ჩოფანაშვილი, ზურაბ იდოიძე და ანატოლი ბერძენიშვილი.

ყველა ახალი ამბავი
0