თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. ერთი კონტეინერი დაიწვა ხანძრის შედეგად ევროკავშირის საველე მისიის ოფისში, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
კონტეინერში მთელი ინვენტარი დაიწვა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ამ დროისათვის ხანძარი ლიკვიდირებულია.