თბილისის მეტრო პარალიზებულია: მემანქანეები გაიფიცნენ

© photo: Sputnik / Stringerმეტროს-სადგური „ვარკეთილი"
მეტროს-სადგური „ვარკეთილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვიდრე მეტროს მუშაობა არ აღდგება, ავტობუსებით გადაადგილება თბილისის მასშტაბით უფასო იქნება.

თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. თბილისის მეტროპოლიტენის ყველა სადგური გაჩერებულია. მეტროს მემანქანეები გლდანის დეპოს ტერიტორიაზე აქციას მართავენ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

მეტროს მემანქანეები დილიდან გაიფიცნენ. მათი ძირითადი მოთხოვნაა ხელფასების მომატება. როგორც ისინი აცხადებენ, მათი ხელფასები 2013 წლიდან არ გაზრდილა. გაფიცვა მემანქანეებმა წინასწარ დააანონსეს.

„თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“ აცხადებენ, რომ ვიდრე მეტროს მუშაობა არ აღდგება, თბილისის მასშტაბით ავტობუსებით მგზავრობა უფასო იქნება.

მეტრო - Sputnik საქართველო
თბილისში მეტროს მემანქანეები ხვალიდან გაფიცვას და შიმშილობას იწყებენ

მემანქანეებს გაფიცვის მოწყობა მაისის დასაწყისში სურდათ, თუმცა გაფიცვა მაშინ არ შედგა სავალალო შედეგების თავიდან ასაცილებლად.

მეტროს მემანქანეებმა გუშინ საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის ორგანიზატორია მეტროპოლიტენის მემანქანეების პროფკავშირები „ერთობა 2013". როგორც ისინი აცხადებენ, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ მათ სამუშაო საათებში აუკრძალა პროტესტის ამ ფორმით გამოხატვა, მათ მიიღეს გადაწყვეტილება გაიფიცონ არასამუშაო საათებში. თუმცა აქციის მონაწილეებმა ისიც განაცხადეს, რომ ორშაბათს ისინი სამუშაო ადგილებზე გასვლას ვეღარ შეძლებდნენ, რაც გამოიწვევდა მეტროპოლიტენის მუშაობის გაჩერებას.

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ერთობა 2013"-ის წევრებს ერთი თვის წინ განუსაზღვრელი ვადით შეუზღუდა გაფიცვაში მონაწილეობის უფლება. შესაბამისი მოთხოვნა სასამართლოში „თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ" შეიტანა.

თბილისის მერმა კახა კალაძემ მემანქანეების მოქმედებას შანტაჟი უწოდა და განაცხადა, რომ თბილისელების დაშანტაჟების უფლებას არავის მისცემს. მისი თქმით, მემანქანეებისთვის ხელფასის გაზრდა გამოიწვევს მეტროთი მგზავრობის საფასურის გაზრდას, რასაც ის არ დაუშვებს.

ყველა ახალი ამბავი
0