რა გახდა „ევექსის“ კლინიკაში 53 წლის ქალის გარდაცვალების მიზეზი

© photo: Sputnik / Ilya Pitalev / გადასვლა მედიაბანკშიექიმი
ექიმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქმეს უკვე სწავლობს დამოუკიდებელი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი.

თბილისი, 28 მაისი — Sputnik. თბილისში, „ევექსის" კლინიკაში გარდაცვლილი 53 წლის კარინა ხარატოვას ოჯახი მომხდარზე პასუხისმგებლობას ექიმებს  აკისრებს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

კარინა ხარატოვა გუშინ გარდაიცვალა. ის თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე „ევექსის“ კლინიკაში სამკურნალოდ 16 მაისს შეიყვანეს. როგორც გარდაცვლილის შვილი არტურ ხარატოვი აცხადებს, ქალს მსუბუქი კატეგორიის ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ნარკოზის გაკეთებისას ექიმების შეცდომამ გართულებები გამოიწვია.

საავადმყოფოს დერეფანი - Sputnik საქართველო
აქცია ბათუმში: ოჯახი ახალგაზრდა ქალის სიკვდილში ექიმებს ადანაშაულებს

„არ ვიცი რა მოხდა, ჯანმრთელი დედა მომიკლეს მხოლოდ იმის გამო, რომ ნარკოზის გაკეთებების დროს, მილის ჩადგმისას ვიღაცამ შეცდომა დაუშვა და სხეული ჩახვრიტა. ამ ამბავს რეაგირების გარეშე არ დავტოვებ“, – აცხადებს არტურ ხარატოვი.

საქმეს უკვე სწავლობს დამოუკიდებელი სასამართლო–სამედიცინო ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი.

„ევექსის” კლინიკაში მომხდარზე ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.

კარინა ხარატოვა თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ერთ-ერთი ცნობილი სილამაზის სალონის „კარინას“ მფლობელი იყო.

ყველა ახალი ამბავი
0