„თელასი" მოსახლეობას აფრთხილებს

© courtesy of JSC Telasiთელასი
თელასი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება

თბილისი, 24 მაისი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 24 მაისს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

საბურთალოს რაიონი

11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, დიდი დიღმის III მიკრორაიონის და მეფე მირიანის ქუჩის მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საირმის, საბურთალოს, სულხან ცინცაძის, შმიდტის და ბურძგლას ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

10:30 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის IIIა მიკრორაიონის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0