ახალქალაქის ბაზრის დირექტორი და უფროსი კონტროლიორი დააკავეს

გამოწერა
უფროსი კონტროლიორი დანაშაულს არ აღიარებს

თბილისი, 23 მაისი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სუს-ის შენობა - Sputnik საქართველო
დაკავებები საქართველოში: თაღლითობის ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი

არსებული ინფორმაციით, დაკავებულია შპს „ახალქალაქის აგრარული ბაზრის" დირექტორი არარატ საჰარიანი და უფროსი კონტროლიორი.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული აგრარული ბაზრის დირექტორმა და მისმა თანამშრომელმა, ერთ-ერთ მოქალაქეს ხელშეკრულების გაფორმების გარეშე ბაზრის ტერიტორიაზე არსებული ფართის გაქირავების სანაცვლოდ, უკანონოდ გამოართვეს 1 ათასი ლარი.

უფროსი კონტროლიორი დანაშაულს არ აღიარებს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 221-ე მუხლის მეოთხე ნაწილით (კომერციული მოსყიდვა ჯგუფურად), რაც ითვალისწინებს ოთხიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

 

ყველა ახალი ამბავი
0