გერმანელი სტუდენტები საქართველოდან ადამიანთა გაძევების პროცედურებს გაეცნენ

© Sputnik / Alexander Imedashviliშს სამინისტრო
შს სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
მომავალმა პოლიციელებმა საქართველოში კანონიერი საფუძვლების გარეშე მყოფ პირთა დრობითი განთავსების ცენტრი დაათვალიერეს.

თბილისი, 21 მაისი — Sputnik. გერმანიის რაინლანდ-პფალცის ფედერალური მიწის პოლიციის აკადემიის სტუდენტები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეწვივნენ და მიგრაციის დეპარტამენტის მუშაობას გაეცნენ, ნათქვამია შსს-ს პრეს-სამსახურის განცხადებაში.

თბილისის აეროპორტი - Sputnik საქართველო
აჟიოტაჟი უადგილოა - თამარ ხულორდავა ქართველების დეპორტაციაზე

ქვეყანაში გერმანელი სტუდენტების ვიზიტი 2016 წლის აპრილში საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს გიორგი მღებრიშვილსა და რაინლანდ-პფალცის ფედერალური მიწის შინაგან საქმეთა, სპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს როგერ ლევენცს შორის მიღწეული შეთანხმების ფარგლებში განხორციელდა.

„სტუდენტები დეპარტამენტის სტრუქტურას და კომპეტენციას გაეცნენ. მათ ასევე დაათვალიერეს საქართველოში კანონიერი საფუძვლების გარეშე მყოფ პირთა დრობითი განთავსების ცენტრის ინფრასტრუქტურა, მიიღეს ინფორმაცია გაძევების მექანიზმებისა და პროცედურების შესახებ", — ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს შსს-ს მონაცემებით, დროებითი განთავსების ცენტრი სრულად შეესაბამება ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით არსებულ ევროპულ სტანდარტებს და 92 პირზეა გათვლილი.

ცენტრში განთავსებული პირებისთვის ხელმისაწვდომია პირველადი სამედიცინო დახმარება და ფსიქოლოგის კონსულტაცია. ამასთან ერთად ცენტრში დროებით მოთავსებული პირებისთვის ხელმისაწვდომია ინტერნეტი, ბიბლიოთეკა და სპორტული ინფრასტრუქტურა.

ყველა ახალი ამბავი
0