ავტოავარიას ინდოეთში 11 ადამიანი ემსხვერპლა

CC BY 2.0 / meg and rahul / Indian Ambulanceსასწრაფო დახმარება ინდოეთში
სასწრაფო დახმარება ინდოეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ავტობუსი გაჩერებულ სატვირთო ავტომობილს შეეჯახა. რვა ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ხოლო სამი - საავადმყოფოში.

თბილისი, 21 მაისი — Sputnik. ცენტრალურ ინდოეთში ავტობუსი, რომელსაც 30-ზე მეტი ადამიანი გადაჰყავდა, სატვირთო ავტომობილს შეეჯახა. შედეგად დაიღუპა 11 ადამიანი, ხოლო 20 დაშავდა. იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости სააგენტო United News of India-ზე დაყრდნობით.

ინდოეთი - Sputnik საქართველო
ინდოეთში კატარღის გადაბრუნებას სულ მცირე 15 ადამიანი ემსხვერპლა

ინციდენტი დღეს, დილით მოხდა. როგორც პოლიციაში აცხადებენ, ავტობუსი ტრასაზე გაჩერებულ სატვირთო ავტომობილს შეეჯახა. რვა ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ხოლო სამი — მოგვიანებით საავადმყოფოში.

ინდოეთში გზების გადატვირთულობის, მათი ცუდი მდგომარეობისა და მძღოლების მიერ ტრანსპორტის არასწორი მართვის გამო ხშირად ხდება ავტოსაგზაო შემთხვევები. ოფიციალური სტატისტიკით, ქვეყანაში ავტოავარიების შედეგად ყოველდღე 400 ადამიანი იღუპება, წელიწადში ავტოსაგზაო შემთხვევების მსხვერპლია 150 ათასი ადამიანი.

ყველა ახალი ამბავი
0