ფსიქოლოგი: გამოსავალი იმაში არ არის, რომ ერთმანეთს ვატკინოთ, ვაგინოთ, ერთმანეთი ვლანძღოთ

გამოწერა
ფსიქოლოგი ინგა ბლესსი ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების შესახებ საუბრობს.
ფსიქოლოგი: გამოსავალი იმაში არ არის, რომ ერთმანეთს ვატკინოთ, ვაგინოთ, ერთმანეთი ვლანძღოთ

„არ მომწონს ის, რაც დღეს ხდება საქართველოში. კერძო პირების „ლილოს“ სათამაშო ეზო გახდა საქართველო. დიახ, მე არ მომწონს რუსთაველზე ნარკოტიკით გაბრუებული მოცეკვავე ბავშვები, მაგრამ არც ის არ მომწონს, რომ ეს ბავშვები კლუბში დაარბიეს“, ამბობს ბლესსი.

ფსიქოლოგის თქმით, ყველა ადამიანს აქვს საკუთარი ნების გამოხატვის უფლება. ცემით, გინებით და დაპირისპირებით ქვეყანა სასურველ შედეგს ვერ მიაღწევს. პირიქით, ეს დამღუპველი იქნება ქვეყნისთვის და ნებისმიერი მოქალაქისთვის.

ყველა ახალი ამბავი
0