ელეონორა კუცია: „ჩვენთან მხოლოდ ექსკლუზივებია“
„ჩვენთან არსებულ ნაწარმს ვერც საქართველოში და ვერც საზღვარგარეთ ვერ ნახავთ. ჩვენ ვცდილობთ ყველას საავტორო უფლებები დავიცვათ“- განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ ელეონორა კუციამ.
ელეონორა კუცია- ინგლისური ენის მასწავლებელია, კვალიფიკაცია ლონდონში აიმაღლა, მოსკოვში კი-ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი დაამთავრა, არის ბათუმის სამეჯლისო და სპორტული ცეკვების ფედერაციის პრეზიდენტი. ბოლო დროს ხელნაკეთი ნივთების და ნაჭრის თოჯინების დამზადებას მოჰკიდა ხელი.