თბილისის „ღამის ეკონომიკის“ ხელმძღვანელმა სპეცოპერაციასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა

© Sputnik / STRINGERსპეცრაზმი და პოლიცია - სპეცოპერაცია თბილისის ღამის კლუბებში
სპეცრაზმი და პოლიცია - სპეცოპერაცია თბილისის ღამის კლუბებში - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის „ღამის ეკონომიკის“ განვითარების პროექტის ხელმძღვანელმა ნარკორეალიზატორებთან ბრძოლის პოლიციის მეთოდები გააკრიტიკა

თბილისი, 12 მაისი – Sputnik. პოლიციის მოქმედების ფორმა თბილისის ღამის კლუბებში ნარკორეალიზატორთა წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციისას მიუღებელია, განაცხადა ახალგაზრდების აქციაზე თბილისის „ღამის ეკონომიკის“ განვითარების პროექტის ხელმძღვანელმა სერგი გვარჯალაძემ. 

საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე დასრულდა. ამ დროისათვის სხვადასხვა მონაცემებით დაკავებულია 20-დან 70 ადამიანამდე.

„მე ვფიქრობ, რომ პოლიციის მოქმედების ეს ფორმა ძალიან ცუდია, ჩენი ქვეყნისთვის მიუღებელია და ძალიან ცუდად წარმოაჩენს ჩენს ქვეყანას. ეს სიტუაცია არავისთვის არ არის მომგებიანი. პირიქით, დამაზიანებელი მთლიანად ქვეყნისთვის. როდესაც ვიცით, რომ ეს არის სფერო, რომელშიც ქვეყანამ გაითქვა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სახელი, და მე დარწმუნებული ვარ, რომ აქ შეკრებილების 90% არ არის მომხრე ნარკოტიკების და არაჯანსაღი ცხოვრების. მაგრამ ასეთი მოპყრობა არ შეიძლება, ეს არის ძალიან წამგებიანი პოლიტიკა“, — განაცხადა გვარჯალაძემ.

სპეცოპერაცია ნარკომოვაჭრეთა წინააღმდეგ თბილისში - Sputnik საქართველო
თბილისის ღამის კლუბებში დაკავებული რამდენიმე პირი გათავისუფლებულია

მან აღნიშნა, რომ აქციაზე მივიდა როგორც რიგითი მოქალაქე, და არა როგორც „ღამის ეკონომიკის“ განვითარების პროექტის ხელმძღვანელი.

„დაპირისპირება სასწრაფოდ უნდა დასრულდეს. ახალგაზრდა ადამიანებთან გვაქვს საქმე, ყველაფერი შესაძლებელია. ყველანაირი პროვოკაცია შესაძლებელი მოაწყოს ვიღაცამ. ერთადერთი მიზანი ახლა არის, რომ დაპირისპირება არ მოხდეს, სიტყვის თავისუფლება უნდა იყოს დაცული, მაგრამ ერთიც და მეორე მხარეც ყველანაირ ძალადობას უნდა გაემიჯნოს – ეს არის ჩემი, როგორც მოქალაქის პოზიცია“, — აღნიშნა გვარჯალაძემ.

სპეცოპერაცია ღამის პირველ საათზე ერთბაშად ხუთ კლუბში დაიწყო — „ბასიანში“ „გალერიში“, „ხიდზე“, „მტკვარზე“ და „როკიტში“. კლუბებში მოულოდნელად შევარდა სპეცრაზმი, რომელმაც ნარკორეალიზატორთა დასაკავებლად სპეცოპერაცია დაიწყო. იქ მყოფი ყველა ადამიანი და პერსონალი გარეთ გაიყვანეს. შედეგად ნარკოტიკის რეალიზაციის ბრალდებით რვა ადამიანი დააკავეს.

საპროტესტო აქცია პარლამენტის შენობის წინ რუსთაველზე - Sputnik საქართველო
სპეცოპერაცია თბილისის ღამის კლუბებში: დაკავებულთა რაოდენობა და მათი მდგომარეობა

დანარჩენ დაკავებებს რაც შეეხება, ის კლუბებთან მიმდებარე ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის მოხდა. დაკავებულთა შორის იყვნენ პარტია „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ აქტივისტი ბექა წიქარიშვილი, კლუბ „ბასიანის“ ერთ-ერთი მფლობელი ზვიად გელბახიანი. ამ დროისათვის ისინი გაათავისუფლეს.

სპეცოპერაციას წინ უსწრებდა აჟიოტაჟი ახალი „კლუბური ნარკოტიკის“, მეფედრონის გამო, რომელიც, წინასწარი ინფორმაციით, ხუთი ახალგაზრდის სიკვდილის მიზეზი გახდა. ერთი თვის განმავლობაში ძლიერი ინტოქსიკაციით საავადმყოფოებში რვა ადამიანი მოხვდა, თუმცა შსს-ს ექსპერტიზის შედეგები ჯერჯერობით არ გამოუქვეყნებია.

რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ნარკომომხმარებელთა მიმართ კანონმდებლობის შერბილების გეგმების მიუხედავად, ნარკორეალიზატორების მიმართ მთავრობის პოლიტიკა მკაცრი იქნება.

ყველა ახალი ამბავი
0