თბილისი, 11 მაისი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ქურდობის მცდელობის ფაქტზე გორში ორი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სამართალდამცველებმა 38 და 26 წლის მამაკაცები შინდისის გზატკეცილზე დააკავეს.
გავრცელებული ინფორმაციით, გზატკეცილზე მდებარე ერთ-ერთი საწყობიდან ბრალდებულები სატვირთო ავტომობილის ნაწილების მოპარვას ცდილობდნენ.
პოლიციამ ორივე პირი ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, შემთხვევის ადგილზე დააკავა.
გამოძიება დაწყებულია სსკ-ის სსკ-ს 19-177 მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით ("ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით ჩადენილი ქურდობის მცდელობა, სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით"), რაც ითვალისწინებს ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.