ერთი გარდაცვლილი და ერთი დაშავებული - სოფელ რუხში ავტომობილი დაიწვა

© Sputnik / Seyran Baroyanსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაშავებული ახალგაზრდა მამამკაცი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი.

თბილისი, 11 მაისი — Sputnik. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში ავტოსაგზაო შემთხვევას შუახნის მამაკაცი ემსხვერპლა, ერთი კი მძიმედ დაშავდა, იუწყება ადგილიდან „Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტი.

თვითმხილველების განცხადებით, Opel-ის მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ტროტუარზე გამავალ ბუნებრივი აირის მილს შეეჯახა, რის შედეგადაც ავტომობილი სრულად დაიწვა. საუბედუროდ, მძღოლმა გადმოსვლა ვერ მოასწრო, ხოლო მასთან მყოფმა შვილმა ავტომობილი მამის დახმარებით, დროულად დატოვა, თუმცა, იგი მძიმე დაზიანებებით ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
ავტოავარია ტრაგიკული შედეგით: ორი დაღუპული და 17 დაშავებული

როგორც კლინიკაში განმარტავენ, 22 წლის პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. მას მესამე ხარისხის დამწვრობა აქვს მიღებული.

მათივე ინფრომაციით, ახალგაზრდა პაციენტს დამწვრობის ცენტრში გადაიყვანენ.

რა გახდა ავტოსაზგაო შემთხვევის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია).

ყველა ახალი ამბავი
0