ტრეფიკინგის მსხვერპლი საქართველოს მოქალაქეები რეაბილიტაციას გადიან

© AP Photo / Lefteris Pitarakisპოლიცია
პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
თურქეთში ქართველ ქალებს პიტბულის ჯიშის ძაღლებით აშინებდნენ და პროსტიტუციაში ჩართვას აიძულებდნენ.

თბილისი, 10 მაისი — Sputnik. საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც თურქეთში პროსტიტუციაში იძულებით იყვნენ ჩართული, რეაბილიტაციის კურსს გადიან, იუწყება ტელეარხი Imedi.

თურქეთის პოლიცია - Sputnik საქართველო
რამდენს იღებენ თურქი „სუტენიორები“ ქართველი ქალებისგან

კვირის დასაწყისში თურქეთის პროვინცია ადანაში პოლიციამ საქართველოს ექვსი მოქალაქე გაათავისუფლა, რომლებსაც ძალის გამოყენებით აიძულებდნენ პროსტიტუციაში ჩართვას. თავდაპირველად ვრცელდებოდა ცნობა, რომ თურქმა სამართალდამცველებმა საქართველოს სამი მოქალაქე გაათავისუფლეს.

„ეს ადამიანები ტრეფიკინგის მსხვერპლად ცნეს და ისინი ახლა რეაბილიტაციის კურსს გადიან. პროცესში ჩართულია მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის თურქული ფილიალი", — ციტირებს ტელეარხი თურქეთში საქართველოს საკონსულოს განცხადებას.

გავრცელებული ინფორმაციით, თურქმა 300–მა სამართალდამცველმა სპეცოპერაცია ადანის პროვინციაში 4 მაისს ჩაატარა. მათ ჩხრეკა სამ საცხოვრებელ სახლში განახორციელეს და ნივთმტკიცების სახით ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი და ფული. დაკავებულია 18 ადამიანი. მზადება ოპერაციისთვის სამი თვე გრძელდებოდა, დაკავებულთა შორის არიან ოპოზიციური პარტიის ახალგაზრდული ფრთის წევრები.

თურქული მასმედიის ცნობით, ქართველი ქალები ადანის პროვინციაში მოტყუებით ჩაიყვანეს. მათ გათხოვებას დაჰპირდნენ. დამნაშავეებს ბინებში სპეციალურად ჰყავდათ პიტბულის ჯიშის ძაღლები, რომლებითაც ქალებს აშინებდნენ და პროსტიტუციაში ჩართვას აიძულებდნენ.

ყველა ახალი ამბავი
0