რამდენი ადგილია ვაკანტური 2018 წლის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე

© Sputnik / Levan Avlabreliპროფსასწავლებელი
პროფსასწავლებელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
8 მაისიდან 10 მაისის ჩათვლით აპლიკანტებს პრიორიტეტების მიხედვით შეუძლიათ დაამატონ, წაშალონ, ან პრიორიტეტების მიხედვით გადაალაგონ არჩეული საგანმანათლებლო პროგრამები

თბილისი, 10 მაისი — Sputnik. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველად საფეხურზე 11 ათასზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა, პროგრამებზე გამოყოფილი ვაკანტური ადგილების რაოდენობა კი 3 026-ია, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ციხე - Sputnik საქართველო
საქართველოს ციხეებში პატიმრები პროფგანათლებას მიიღებენ

2018 წლის საგაზაფხულო მიღების ფარგლებში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებში რეგისტრაცია 10 აპრილიდან 22 აპრილის ჩათვლით მიმდინარეობდა.

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამების პირველად საფეხურზე გამოცხადებული ვაკანტური ადგილების შესახებ ინფორმაცია უკვე გამოქვეყნდა — შესაბამისად ცნობილია პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ვაკანტური ადგილების რაოდენობა და უკვე დარეგისტრირებულ აპლიკანტთა რიცხვი.

გავრცელებული ინფორმაციით, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის მსურველთა რაოდენობა ბევრად აღემატება თითოეულ სპეციალობაზე გამოყოფილ ვაკანტური ადგილების რაოდენობას.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წლის 8 მაისიდან 10 მაისის ჩათვლით, პროფესიული განათლების მიღების მსურველ აპლიკანტებს საშუალება აქვთ რეგისტრაციის დროს არჩეული პროგრამების რეიტინგული ჩამონათვალი შეცვალონ. ამისათვის აპლიკანტები უნდა შევიდნენ სპეციალურ ვებ-გვერდზე www.vet.emis.ge ან მიმართონ სარეგისტრაციო ცენტრს.

გარდა ამისა, აპლიკანტს პრიორიტეტების მიხედვით შეუძლია დაამატოს, წაშალოს, ან გადაალაგოს არჩეული საგანმანათლებლო პროგრამები.

ტექნიკური მხარდაჭერის სამსახური - Sputnik საქართველო
საქართველოში გაიხსნება პროფგანათლების პირველი კოლეჯი IT–ტექნოლოგიების მიმართულებით

საქართველოს ხელისუფლება 2018 წელს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს პროფესიულ განათლებასა და აქცენტს მის განვითარებაზე აკეთებს. ამისთვის ბიუჯეტში 40,8 მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული.

ქვეყნის ხელისუფლება ხელს უწყობს საქართველოს პროფესიული განათლების სისტემის ევროპულ საგანმანათლებლო სისტემაში ინტეგრაციას. გარდა ამისა, იგეგმება თანამშრომლობის განვითარება კერძო სექტორთან და პროფგანათლების ხარისხის გაუმჯობესება.

მთავრობის გეგმის მიხედვით, პროფსასწავლებლებში სწავლას ასევე მსჯავრდებულები და პრობაციონერები შეძლებენ. ამისთვის მთავრობამ განსაკუთრებული პროგრამა შეიმუშავა, რომელიც პროფესიის ათვისების საშულებას საპატიმროდან გამოსვლამდე იძლევა.

ყველა ახალი ამბავი
0