„ქართული ოცნება“ თბილისის რაიონული ორგანიზაციების კონფერენციას მართავს

© Sputnik / Alexander Imedashviliქართული ოცნება
ქართული ოცნება - Sputnik საქართველო
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, დღევანდელი შეხვედრით მმართველი პარტია 11 მაისს დაგეგმილი ყრილობისთვის ემზადება

თბილისი, 9 მაისი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ცენტრალურ ოფისში თბილისის რაიონული ორგანიზაციების კონფერენცია მიმდინარეობს, იუწყება ტელეკომპანია Imedi

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
პრემიერის აღიარება: „ქართული ოცნება" ინსტიტუტად ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბდა

კონფერენციაზე საოლქო ორგანიზაციების თავმჯდომარეებს, ბიუროს წევრებს და 11 მაისის ყრილობის დელეგატებს აირჩევენ.

დღეს, პარტიის პოლიტსაბჭოს გენერალური მდივანი კახა კალაძე და აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე თბილისის 10 ოლქიდან 5 ოლქის  – გლდანის, სამგორის, კრწანისის, დიდუბის და მთაწმინდის წარმომადგენლებს ცალ-ცალკე შეხვდებიან. 

პირველი აუდიენცია გლდანის ოლქის წარმომადგენლებთან გაიმართება.  შეხვედრას პარტიის გენერალური და აღმასრულებელი მდივნები, ასევე  გლდანის მაჟორიტარი დეპუტატები დაესწრებიან. 

გავრცელებული ინფორმაციით, დღევანდელი შეხვედრით მმართველი პარტია 11 მაისს დაგეგმილი ყრილობისთვის ემზადება.

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ რიგით მეხუთე ყრილობა 11 მაისს გაიმართება, ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილს აირჩევენ, ასევე არჩეული იქნება პარტიის ახალი პოლიტსაბჭო.


ყველა ახალი ამბავი
0