„თელასი" მოსახლეობას აფრთხილებს

გამოწერა
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება

თბილისი, 4 მაისი — Sputnik. სააქციო საზოგადოება  „თელასი" იუწყება, რომ 4 მაისს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გმირთა მოედნის (ნაწილობრივ), პეკინის გამზირის, ყაზბეგის გამზირის, ბენდელიანის, კოსტავას, სანაპიროს (ნაწილობრივ), საბურთალოს, ანტონოვსკაიას, თამარაშვილის, კარტოზიას, საირმის, მიცკევიჩის, შმიდტის და ცაგარელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

13:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ) და ნუცუბიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის დასახლების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვერეს აღმართის, ელბაქიძის აღმართის, საქანელას, ჯავახიშვილის და სანაპიროს ქუჩების მაცხოვრებლებს.

12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, ატენის, აბაშიძის, ფალიაშვილის და თაქთაქიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოტე აფხაზის, ერეკლე მეორეს, შარდენის, სიონის, თუმანიანის, რკინის რიგის და შოთა ნიშნიანიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარ მეფის გამზირის, ვაგზლის მოედნის (ნაწილობრივ), თევდორე მღვდლის, აბასთუმნის (ნაწილობრივ), ცოტნე დადიანის (ნაწილობრივ), ზაზიშვილის, გროზნოს, მამრაძის (ნაწილობრივ), დონდუას, ქინქლაძის, ჩიტაიას და 9 ძმის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) და სტანისლავსკის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის IV მიკრორაიონის I კვარტლის მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VIII მიკრორაიონის და ხიზანიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0