თბილისში საერთაშორისო ენერგეტიკული ფორუმი გაიმართება

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ღონისძიების ორგანიზატორია Caspian European Club – ორგანიზაცია, რომელიც მსოფლიოს 70 ვეყნის 5000–ზე მეტ ენერგეტიკულ კომპანიას აერთიანებს

თბილისი, 3 მაისი — Sputnik. მეხუთე საერთაშორისო ფორუმზე Caspian European Club – 2018 თბილისში 8 მაისს შეიკრიბება 300–ზე მეტი დელეგატი საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან და კასპიის–შავი ზღვისა და ბალტიის რეგიონებიდან, იუწყებიან ღონისძიების ორგანიზატორები.

ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს სხვადასხვა სამინისტროს, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური და საერთაშორისო მისიების წარმომადგენლები, ასევე დიდი საერთაშორისო კომპანიებისა და ფინანსური ინსტიტუტების ხელმძღვანელები. ღონისძიების სტუმრებს სიტყვით მიმართავს საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, რომელსაც გადასცემენ პრემიას Caspian Energy Award 2018.

მამუკა ბახტაძე და ჰაიკე ფაიჩი - Sputnik საქართველო
გერმანიამ საქართველოსთვის 253 მილიონი ევრო გამოყო

საერთაშორისო ფორუმის პირველ სესიაზე სახელწოდებით „საქართველოს რეგიონული პროექტები. საინვესტიციო კლიმატი" სიტყვით გამოვა ქვეყნის პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე, აზერბაიჯანისა და თურქეთის ელჩები საქართველოში დურსუნ გასანოვი და ფატმა ჯერენ იაზგანი.

სესიის მეორე დღეს სახელწოდებით „საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნები. საქართველოს სავაჭრო პარტნიორები" სიტყვით გამოვლენ საქართველოში ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი, საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი.

ასევე მოხსენებით გამოვლენ SOCAR Energy Georgia-ს გენერალური დირექტორი მახირ მამედოვი, PASHA Bank Georgia-ს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე და მთავარი აღმასრულებელი დირექტორი, Murphy International Group of Companies-ის გენერალური მმართველი ტაირ ალიევი, კომპანია VG Georgia-ს დირექტორი დავით ქალდანი.

ილია ელოშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობა ენერგეტიკის სფეროში გაფართოვდება

ღონისძიების პროგრამაში გათვალისწინებულია დამატებითი შესაძლებლობები მონაწილეთა მუშაობისა და ურთიერთობებისთვის „კოფე-ბრეიკებისა" და საქმიანი სადილების სახით.

მეხუთე საერთაშორისო Caspian Energy Forum – 2018 გაიმართება საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობების მხარდაჭერით, ასევე Caspian European Club-ის ორგანიზებით.

Caspian European Club — ყველაზე დიდი და დინამიკურად განვითარებადი რეგიონული ორგანიზაციაა, რომელიც მსოფლიოს 70 ქვეყნის 5000-ზე მეტ ენერგეტიკულ კომპანიას აერთიანებს, რომლებიც საქმიანობენ ან სურთ იმოქმედონ კასპიის-შავი ზღვისა და ბალტიის რეგიონების სახელმწიფოთა ტერიტორიებზე.

 

ყველა ახალი ამბავი
0