ჟორდანია: მე და ზურას ხშირად გვაქვს კონფლიქტი
„შეყვარებულობის პერიოდი სხვა ეტაპია და როცა უკვე ოჯახს ქმნი – სხვა. მე და ზურას ხშირად გვაქვს კონფლიქტი, თუმცა უმეტესად ჩვენი ცხოვრება არის მშვიდი, წყნარი, სიყვარულით სავსე“, — ამბობს ჟორდანია.
ზურა ხაჩიძისა და ხათუნა ჟორდანიას ოჯახი უკვე 15 წელს ითვლის. წყვილს ერთ-ერთი ყველაზე მყარი ოჯახი აქვს ქართულ შოუბიზნესში. ხათუნას და ზურას ქორწინებიდან ერთი შვილი ჰყავთ.