„თელასი" მოსახლეობას აფრთხილებს

გამოწერა
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება

თბილისი, 1 მაისი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 1მაისს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ტაშკენტის, ბუდაპეშტის, ჩიქოვანის, ახალშენის, იოსელიანის, ჭიათურის, ბზვანელის, მიროტაძის და კოსტავას (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს.

10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას II კვარტლის და ნუცუბიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

დიდგორის რაიონი

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კოჯრის მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრავეიშვილის, ჩიტაძის, მოსიძის, ინგოროყვას, ყიფიანის, მესხის, კოტეტიშვილის, არსენას, ვეძინის, ბესიკის და ჭონქაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხიზაბავრის ქუჩის მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 II მიკრორაიონის და გახოკიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, ზიგზაგის, თორნიკე ერისთავის, ღრმაღელეს, გვაზაურის, ღოღობერიძის, ქსოვრელის, ტოროშელიძის, ლომთათიძის, ილურიძის, თმოგვის, დაისის, კნოლევის, დიდი ჯიხაიშის, იმერეთის, სვირის, ზედაზენის, ჯავის, ნათაძის, ხვინგიას, წიწამურის, ჭყონდიდელის, ეკა ბეჟანიშვილის, ზესტაფონის, საყვირის, რიონჰესის, ბენდელიანის და სააკაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის II კვარტლის მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, წყნეთის გზატკეცილის, ბაგების დასახლების, წყნეთის ხევის, იმედაძის, ყიფშიძის, მიქელაძის, გაბაშვილის, ფალიაშვილის, მოსაშვილის, კავსაძის, აბაშიძის და თაქთაქიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლადო ალექსი-მესხიშილის, ავლაბრის, ბაჩანას, ვახტანგ მეექვსეს, გიორგი წერეთლის, კონსტანტინე ერისთავის და ვარდისუბნის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება. 


ყველა ახალი ამბავი
0