ბეგაშვილი: ფუფუნებაში ვცხოვრობდი და უცბად რკინის საწოლში გავიღვიძე
„ერთ დღეს ფუფუნებაში ვცხოვრობდი და ძალიან რბილ საწოლში მეძინა, მეორე დღეს რკინის საწოლში მომიწია დაძინება. უცბად არაფერი აღარ მქონდა. დღეს არ მადარდებს – რა მიკეთია, რა მაცვია, რა მაქვს, მთავარია, რომ თენდება დილა და ვხედავ ჩემ შვილს“, — ამბობს შორენა ბეგაშვილი.
ცნობილი მოდელის თქმით, მის ცხოვრებაში მოხდა ყველაფრის გადაფასება. ერთ დღეს ყველაფერს სხვა თვალით შეხედა და ამის მერე არაფერი მატერიალური აღარ არის მისთვის ღირებული.