რომელი პოლიტიკოსის მიმართ არიან ყველაზე დადებითად განწყობილი საქართველოში – გამოკითხვა

© Sputnik / Alexander Imedashviliტრიბუნა გამოსვლებისთვის მთავრობის ადმინისტრაციაში
ტრიბუნა გამოსვლებისთვის მთავრობის ადმინისტრაციაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოსახლეობას ათი ქართველი პოლიტიკოსის საქმიანობის შეფასება სთხოვეს.

თბილისი, 30 აპრილი — Sputnik. საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი დადებითად აფასებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს საქმიანობას. ამაზე აშშ-ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) გამოკითხვის შედეგები მეტყველებს.

კვლევის შედეგები NDI-ს დირექტორმა ლორა ტორნტონმა ორშაბათს თბილისში წარმოადგინა.

კითხვაზე „დადებითი თუ უარყოფითი დამოკიდებულება გაქვთ შემდეგი პოლიტიკური ფიგურების მიმართ", გამოკითხულთა 46%-მა უპასუხა, რომ დადებითი დამოკიდებულება აქვს დავით სერგეენკოს მიმართ, ხოლო 6%-მა — უარყოფითი.

გიორგი კვირიკაშვილი, ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო
ამბავი „მეორედ მოსვლისა“ ანუ რატომ ახლა და რა ვადით...

რეიტინგში შემდეგი პოზიცია პარტია „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ დაიკავა. მის მიმართ დადებითი დამოკიდებულება აქვს 34%-ს, ხოლო უარყოფითი — 18%-ს.

ბაქრაძეს მოსდევს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი. მის საქმიანობას დადებითად აფასებს გამოკითხულთა 31%, ხოლო უარყოფითად — 19%.

თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას მიმართ დადებითი დამოკიდებულება აქვს გამოკითხულთა 22%-ს, ხოლო უარყოფითი — 10%-ს; შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას მიმართ დადებითი — 21%-ს, ხოლო უარყოფითი — 7%-ს; ოპოზიციონერ გიორგი ვაშაძის მიმართ დადებითი — 21%-ს, უარყოფითი — 7%-ს; საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის მიმართ დადებითი დამოკიდებულება აქვს 17%-ს, ხოლო უარყოფითი — 9%-ს.

ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის საქმიანობას დადებითად აფასებს გამოკითხულთა 13%, ხოლო უარყოფითად — 15%.

საპარლამენტო ფრაქციის „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის მიმართ დადებითი დამოკიდებულება აქვს 12%-ს, უარყოფითი — ამდენივეს. პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის მიმართ დადებითიცა და უარყოფითი მაჩვენებელიც 11%-ია.

უფრო მეტად ნეგატიური დამოკიდებულება აქვს საქართველოს მოსახლეობას ოპოზიციონერ ნიკა მელიას მიმართ („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"). უარყოფითად ეკიდება მის საქმიანობას 37%, დადებითად — 18%.

გირჩი - Sputnik საქართველო
„გირჩის“ საპრეზიდენტო კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე იქნება

ასევე არ უყვართ თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა. მის მიმართ უარყოფითადაა განწყობილი 34%, ხოლო დადებითად — 17%.

ნაკლებად პოპულარულია გამოკითხულთა შორის ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე — გამოკითხულთა 43%-ს მასზე არაფერი სმენია.

რაც შეეხება თბილისის ახალი მერის კახა კალაძის საქმიანობას, გამოკითხულთა 38% მას კარგად აფასებს, 15% — ძალიან კარგად. 31% — საშუალოდ, 7% — ცუდად და მხოლოდ 5% — ძალიან ცუდად. 4%-მა პასუხისგან თავი შეიკავა და შეარჩია პასუხი „არ ვიცი".

საზოგადოებრივი აზრის ეს კვლევა საქართველოში ჩატარდა 20 მარტიდან 4 აპრილის ჩათვლით პერიოდში პირადი ინტერვიუს სახით. გამოიკითხა 2,2 ათასი რესპონდენტი ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ მოსახლეობაში გარდა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიებისა — აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონისა.

NDI ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც საქართველოს მოსახლეობაში საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვას 2010 წლიდან ატარებს. გამოკითხვას NDI-ს დაკვეთით ატარებს ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი" (СRRС) დიდი ბრიტანეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით პროგრამის UK Aid Direct ფარგლებში.

ყველა ახალი ამბავი
0