ცოლის მკვლელობის მცდელობა გამვლელების თვალწინ თბილისში - ბრალდებულს განაჩენი გამოუტანეს

© photo: Sputnik / Andrey Stenin / გადასვლა მედიაბანკშიპატიმარი
პატიმარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სასამართლომ ეჭვიანი ქმარი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულად ცნო - ქალს, გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების გაწევის შედეგად სიცოცხლე შეუნარჩუნდა.

თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისში სავაჭრო ცენტრ „პიქსელის“ შენობის წინ, ცოლის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულს 9 წლით პატიმრობა შეუფარდა, ნათქვამია სასამართლოს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

საშინელი ისტორია: ქმარს ცოლი სახლში ჩაკეტილი ჰყავდა და სცემდა >>

დანაშაული სავაჭრო ცენტრ „პიქსელის“ მთავარ შესასვლელთან 2017 წლის 6 სექტემბერს მოხდა. ეჭვიანმა ქმარმა ცოლს მკერდის, მუცლისა და ზურგის არეში ცივი იარაღი რამდენჯერმე ჩაარტყა.

საპყრობილე - Sputnik საქართველო
ვეფხია ბაქრაძემ მოკლა თუ არა 25 წლის ქალი შვილების თვალწინ – ბრალდებულის აღიარება

ქალს, გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების გაწევის შედეგად სიცოცხლე შეუნარჩუნდა. 

სისხლის სამართლის საქმე აღიძრა სსკ-ის მუხლით „პასუხისმგებლობა ოჯახურ დანაშაულზე — განზრახ მკვლელობის მცდელობა“, რაც 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სასამართლო მოსმენების დროს ბრალდებულმა განაცხადა, რომ მკვლელობის მომენტში აფექტის მდგომარეობაში იმყოფებოდა, თუმცა ფსიქოლოგიურმა ექსპერტიზის შედეგებმა ეს გარემოება არ დაადასტურა. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე იყო დამამძიმებელი გარემოება და მოძალადე ქმარს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.


ყველა ახალი ამბავი
0