ნარკოტიკების ჩამოტანა თურქეთიდან - „ბახალას“ ბრალი დაუმძიმდა

გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში გიორგი გიორგანაშვილს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება

თბილისი, 2 აპრილი — Sputnik. ყოფილ ტელეწამყვან გიორგი გიორგანაშვილს, იგივე „ბახალას“, რომელსაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შენახვისთვის 8 წლით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, ბრალი დაუმძიმდა, განაცხადა ბრიფინგზე შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა, მამუკა ჭელიძემ.

ამჯერად „ბახალას“ ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა და საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანა ედება ბრალად. მას 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო
მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს - იგივე „ბახალას" რვაწლიანი პატიმრობა შეუფარდეს

გასულ კვირაში შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია 2017 წლის იანვარში თურქეთიდან საქართველოში რენომობილით 900 აბი ბუპრენორფინის შემოტანის შესახებ. უწყებაში ამტკიცებენ, რომ გიორგანაშვილი სამკაციანი დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრი იყო. პარასკევს ამ დაჯგუფების მეთაური ირაკლი ქორიძე დააკავეს, რომელიც მანამდე ნარკოდანაშაულზე იყო გასამართლებული. მესამე ბოროტმოქმედი, ჯაბა ხულორდავა, ჯერ კიდევ გასული წლის იანვარში დააკავეს და ნარკოტიკების შემოტანისთვის 7 წლით პატიმრობა შეუფარდეს.

თავდაპირველად გიორგანაშვილის და ხულორდავას საქმეები ცალ-ცალკე განიხილებოდა, თუმცა მოგვიანებით სამართალდამცველებმა დაადგინეს, რომ ბრალდებულები დაკავშირებულნი იყვნენ თურქეთიდან ნარკოტიკების დიდი პარტიის შემოტანასთან. ამის შემდეგ  სამართალდამცველები ქორიძის კვალზე გავიდნენ და ის დააკავეს.

შსს-ს ვერსიით, ნარკოტიკების შემოტანის სქემა ასე გამოიყურებოდა: გიორგანაშვილი ქორიძის დავალებით 2017 წლის 18-დან 24 იანვრამდე იმყოფებოდა თურქეთში, სადაც 900 აბი ბუპრენორფინი შეიძინა. ამ ნარკოტიკების შემოტანისთვის ქორიძემ გამოიყენა მამამისის კუთვნილი შპს „კატასტროფის მედიცინის ცენტრის“ რეანომობილი, რომელშიც ის 2017 წლის იანვრიდან ფაქტობრივად დირექტორის ფუნქციებს ასრულებდა.

თბილისი - Sputnik საქართველო
„ყველა ერთისთვის“ – თბილისში ნარკოპოლიტიკის შემსუბუქების მოთხოვნით აქცია გაიმართა

რეანომობილი, რომელსაც ხულორდავა მართავდა, და რომელშიც იმყოფებოდნენ ექიმი, ექთანი და დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ შერჩეული ნაცნობი, რომელიც პაციენტის როლს ასრულებდა, 23 იანვარს თურქეთს ქალაქ ტრაპიზონში გაემართა. შემდეგ დღეს რეანომობილი ჩავიდა თურქეთში, სადაც ხულორდავა შეხვდა გიორგანაშვილს და მისგან ნარკოტიკი მიიღო. ხულორდავამ ნარკოტიკი რეანომობილში დამალა და საქართველოში დაბრუნდა, ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

საქართველოში ხულორდავა დააკავეს, გაჩხრიკეს რეანომობილი, რომელშიც 843 აბი ბუპრენორფინი აღმოაჩინეს. კიდევ 22 აბი სამართალდამცველებმა ხულორდავას პირადი ჩხრეკისას იპოვეს.

მეორე დღეს ბათუმში დააკავეს გიორგანაშვილი, რომელიც თურქეთიდან მარტო ბრუნდებოდა.

გიორგანაშვილის ადვოკატი გიორგი მახარაძე თავისი დაცვის ქვეშ მყოფის კავშირს ნარკოტიკების დიდი პარტიის შემოტანასთან უარყოფს და აცხადებს, რომ „ბახალა“ და ქორიძე ბიზნეს-პარტნიორები არიან. შსს-ში სხვაგვარად მიიჩნევენ.

შსს-ს შენობა - Sputnik საქართველო
„არა ჩადებას“ - პოლიცია აქციას შეუერთდა

„გიორგი გიორგანაშვილისთვის ორგანიზებულ ნარკოდანაშაულში მონაწილეობისთვის ბრალის წარდგენის საფუძველს იძლევა შემდეგი მტკიცებულებები: ათამდე მოწმის ჩვენება, ასევე, ირაკლი ქორიძის, გიორგი გიორგანაშვილის და ჯაბა ხულორდავას ტელეფონის ნომრებზე შემავალი და გამავალი ზარების დეტალური ამონაწერის ანალიზი, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების საბანკო ანგარიშების ამონაწერები, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა და სხვა სახის დასაბუთებული მტკიცებულებები“, — განაცხადა ჭელიძემ.

როდესაც მიმდინარე წლის იანვრის ბოლოს გიორგანაშვილს 8 წლით პატიმრობა შეეფარდა, პარლამენტის შენობასთან თბილისში რამდენიმე ასეულმა ადამიანმა საპროტესტო აქცია გამართა. ისინი გიორგანაშვილის გათავისუფლებას და ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას მოითხოვდნენ. თავად გიორგანაშვილი აცხადებდა, რომ ნარკოტიკი მას ჩაუდეს.

მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა ვანო ზარდიაშვილმა ტელეკომპანია Rustavi2-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მომხდარის შემდეგ ბოდიში უნდა მოიხადონ იმ ადამიანებმა, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ გიორგანაშვილს ნარკოტიკი პოლიციელებმა ჩაუდეს.


ყველა ახალი ამბავი
0