თბილისის მერი საკანალიზაციო ჭებით დაინტერესდა

© Sputnik / Alexander Imedashviliგოგონა მოტოროლერით
გოგონა მოტოროლერით - Sputnik საქართველო
გამოწერა
საკანალიზაციო ჭების დაზიანებული სახურავები თბილისის ქუჩებში ავტომობილის მძღოლებს პრობლემებს უქმნის, ამიტომ მერმა ამ საკითხის მოგვარება განიზრახა.

თბილისი, 9 მარტი — Sputnik. თბილისის მერი კახა კალაძე პირობას დებს, რომ მოაგვარებს საკანალიზაციო ჭების სახურავების პრობლემას, რის გამოც ქალაქში ტრანსპორტის მოძრაობა ფერხდება.

მანქანის არასწორი პარკირება თბილისის ცენტრში - Sputnik საქართველო
კალაძემ თბილისში პარკირების პრობლემის გადაჭრის გზებზე ისაუბრა

ქალაქის ცენტრალურ მაგისტრალებზეც კი შეიძლება შეგვხვდეს საკანალიზაციო ჭები, რომელთაც ხუფი ბოლომდე არ აქვთ დახურული, ან საერთოდ არ აქვთ დაფარებული, რაც ავარიულ სიტუაციებს იწვევს. მერმა ამ პრობლემის მოგვარება თავის მოადგილეს ირაკლი ბენდელიანს დაავალა.

„მესმის, რომ ეს არა მუნიციპალიტეტის, არამედ კონკრეტული კომპანიების საკუთრებაა, თუმცა ამაზე პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ. ირაკლი ბენდელიანს ვავალებ, უახლოეს მომავალში ცენტრალურ ქუჩებზე, სადაც საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგებულია, პრობლემა მოგვარდეს, ხოლო იმ ქუჩებზე, სადაც ამჟამად ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ვაწარმოებთ, ეს საკითხი პარალელურ რეჟიმში მოგვარდება", — განაცხადა კალაძემ ქალაქის მთავრობის სხდომაზე.

უფრო ადრე კალაძემ დედაქალაქში ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად 2018 წელს საგზაო და სატრანსპორტო სისტემის განვითარება დაასახელა.

საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რემონტისთვის თბილისის ბიუჯეტში 2018 წელს გათვალისწინებულია ყველაზე დიდი თანხა. წელს მერია ამისთვის 47,9 მლნ ლარის დახარჯვას აპირებს.

ყველა ახალი ამბავი
0