რა ფუნქციები ექნება „112"-ის მობილურ აპლიკაციას

გამოწერა
აპლიკაციის მთავარ უპირატესობას მოქალაქის ადგილმდებარეობის დაუყოვნებლივ განსაზღვრა წარმოადგენს, რაც საგრძნობლად შეამცირებს შემთხვევის ადგილზე საგანგებო სამსახურების მისვლის დროს.

თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. ახალი პროდუქტი, მობილური აპლიკაცია კიდევ უფრო გაამარტივებს ჩვენი მოქალაქეების ურთიერთობას „112"-თან, განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ საგანგებო და გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი „112"-ის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, რომელიც რუსთავში გუშინ გაიმართა.

საქართველოში საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო „112" გადაუდებელი დახმარების ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბების მიზნით 2012 წელს შეიქმნა, რომელიც ქვეყანაში მოქმედი სამი საგანგებო სამსახურის მართვის ცენტრს აერთიანებს — სახანძრო-სამაშველო, საპატრულო პოლიცია და სასწრაფო-სამედიცინო დახმარება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ღონისძიების ფარგლებში ახალი მობილური აპლიკაციის პრეზენტაცია გამართა.

სმარტფონი - Sputnik საქართველო
პირველადი დახმარების გამოძახება მობილური აპლიკაციის საშუალებით იქნება შესაძლებელი

„აპლიკაციის მთავარ უპირატესობას მოქალაქის ადგილმდებარეობის დაუყოვნებლივ განსაზღვრა წარმოადგენს, რაც საგრძნობლად შეამცირებს შემთხვევის ადგილზე საგანგებო სამსახურების მისვლის დროს. აპლიკაციას აქვს ისეთი მნიშვნელოვანი ფუნქციები, როგორიცაა განგაშის „ჩუმად“ გაგზავნა „112"-ში და ოპერატორთან მიმოწერა", — ნათქვამია განცხადებაში.

ქართულ-, ინგლისურ- და რუსულენოვანი უფასო აპლიკაციის გამოყენება შეუძლია საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ ნებისმიერ პირს. აპლიკაციას აქვს IOS-ისა და Android-ის პლატფორმების მხარდაჭერა.

აღნიშნული ფუნქციების გამოყენება მომხმარებელს შეუძლია ისეთ შემთხვევებშიც, როდესაც არ აქვს საუბრის საშუალება ან ზარის განხორციელებით ექმნება საფრთხე.

მობილური აპლიკაციით გადაუდებელი დახმარების ცენტრთან დაკავშირება მხოლოდ მსოფლიოს 13 ქვეყანაშია დანერგილი.

ყველა ახალი ამბავი
0