ვირტუალური ტურები საქართველოს ირგვლივ – ტურისტულ ცენტრებში სიახლე დაინერგება

გამოწერა
ახალი აპლიკაცია მოგზაურობისა და საქართველოში 100–ზე მეტი ტურისტული ობიექტის დათვალიერების საშუალებას იძლევა

თბილისი,  23 იანვარი — Sputnik. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მადრიდში გამართულ 38–ე საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა FITUR 2018–ზე     ინოვაციური აპლიკაციის პრეზინტაცია გამართა, რომელიც ვირტუალურად, 3D ფორმატში ქვეყანაში მოგზაურობის საშუალებას იძლევა. 

აბანოთუბანი - Sputnik საქართველო
საქართველოს შიდა ტურიზმი - დასახელდა პოპულარული მიმართულებები

აპლიკაცია კომპანია  VRex Immersive–მა მოამზადა. ის სპეციალური სათვალეების დახმარებით ვირტუალური  მოგზაურობის და საქართველოში 100–ზე მეტი ტურისტული ობიექტების დათვალიერების შესაძლებლობას იძლევა. 

 „როდესაც რომელიმე ტურს უკეთებთ მარკეტინგს,  ამას თქვენ მხოლოდ სიტყვიერად კი არ აკეთებთ,  არამედ აპლიკაციის მეშვეობით. დაინტერესებულ პირს პრაქტიკულად აჩვენებთ და ვირტუალურ რეალობაში მოგზაურობის შესაძლებლობას აძლევთ. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებში დავნერგავთ ამ ტექნოლოგიას, რათა ჩვენს სტუმრებს აღნიშნული პროდუქტით სარგებლობის შესაძლებლობა ჰქონდეთ“, — განაცხადა ქუმსიშვილმა.

მადრიდში  FITUR 2018–ის გამოფენაზე ევროპის პავილიონში საქართველის თავის სტენდი აქვს.

გამოფენა  FITUR 2018 17 იანვარს გაიხსნა. მასზე  ყოველწლიურად ტურიზმის ყველა  სფეროს  წარმომადგენლები იკრიბებიან –  ტუროპერატორებიდან დაწყებული  გიდებითა და სერვისის კომპანიებით დასრულებული, რომლებიც ტურიზმში საკუთარ მიღწევებს წარმოადგენენ.

2018 წელს საქართველოს ხელისუფლება გეგმავს აქცენტი ტურისტული პოტენციალის განვითარებასა და საქართველოს ისეთ ტურისტულ ცენტრად გადაქცევაზე გააკეთოს, რომელიც  ოთხივე სეზონზე იქნება გათვლილი.

 

ყველა ახალი ამბავი
0