ქალაქის ცენტრში ახალგაზრდა მამაკაცი დანით დაჭრეს

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო სამედიცინო დახმარება
სასწრაფო სამედიცინო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი

თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. თბილისში, პაატა სააკაძის ქუჩაზე გუშინ გვიან ღამით ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

მამაკაცს ბარძაყის არეში დანით მიყენებული ჭრილობა აღენიშნება. დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

როგორც „Sputnik საქართველოს" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) და 118-ე (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება) მუხლებით დაიწყო, რაც ითვალისწინებს სამიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

 

ყველა ახალი ამბავი
0