უკრაინის შეიარაღებულ ძალებში „ქართული ლეგიონის“ არსებობა უარყვეს

© FB / Mechanized Infantry of Ukraineუკრაინის შეიარაღებული ძალების 54-ე მექანიზებული ბრიგადა
უკრაინის შეიარაღებული ძალების 54-ე მექანიზებული ბრიგადა - Sputnik საქართველო
გამოწერა
უკრაინის შეარაღებული ძალების 54-ე მექანიზებული ბრიგადის სარდლობამ განაცხადა, რომ 2016 წელს შეიარაღებულ ძალებში კონტრაქტის საფუძველზე უკრაინული არმიის სამხედრო მოსამსახურეების სტატუსით აყვანილია უცხოელების გარკვეული რაოდენობა

თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. „ქართული ლეგიონის“ სახელწოდებით უკრაინის შეიარაღებული ძალების 54-ე მექანიზებული ბრიგადის შემადგენლობაში ცალკეული ქვედანაყოფი არასდროს არ არსებობდა, ნათქვამია უკრაინელი სამხედროების განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელ Facebook-ით გავრცელდა.

„ქართული ლეგიონის“ მეთაურმა მამუკა მამულაშვილმა Facebook-ზე დაწერა, რომ 2017 წლის 20 დეკემბერს „ქართულმა ლეგიონმა“ სრული შემადგენლობით დატოვა 54-ე ბრიგადა მეთაურ ალექსეი მაისტრენკოსა და მისი გარემოცვის არაკომპეტენტურობისა და მის მიერ გაცემული უკანონო ბრძანებების გამო. საუბარია 2017 წლის 16 დეკემბერის ოპერაციაზე, რომლის დროს „ქართული ლეგიონის“ და 25-ე ბატალიონის 11 მებრძოლი დაიჭრა.

„უკრაინის შეიარაღებული ძალების 54-ე მექანიზებული ბრიგადის სარდლობა მადლობას უხდის უკრაინის ყველა მეგობარს — უცხოელებს, რომლებიც გადიოდნენ არ გადიან სამხედრო სამსახურს არმიის ნაწილებში. თუმცა გვინდა განვაცხადოთ, რომ „ქართული ლეგიონის“ სახელწოდებით უკრაინის შეიარაღებული ძალების 54-ე მექანიზებული ბრიგადის შემადგენლობაში ცალკეული ქვედანაყოფი არასდროს არ არსებობდა. სხვა სახელმწიფოების ათობით მოქალაქემ 2016 წელს ნებაყოფლობით გააფორმეს კონტრაქტები უკრაინის შეიარაღებულ ძალებში სამხედრო სამსახურის გავლაზე და სამხედრო ნაწილების საშტატო ქვედანაყოფებში კეთილსინდისიერად მსახურობენ“, — ნათქვამია განცხადებაში.

„ქართული ლეგიონის“ დროშა - Sputnik საქართველო
„ქართულმა ლეგიონმა“ უკრაინის შეიარარებული ძალები დატოვა

იქვე აღნიშნულია, რომ ერთ-ერთი უცხოელი სამხედრო მოსამსახურე ბრიგადიდან ოჯახური გარემოების გამო, კერძოდ, მესამე შვილის დაბადებასთან დაკავშირებით გადადგა. ოთხი სამხედრო სხვა მიზეზების გამო დაითხოვეს, დანარჩენი უცხოელი მოქალაქეები ბრიგადის შემადგენლობაში უკრაინის სახრეთ-არმოსავლეთში მოწინავე პოზიციებზე კეთილსინდისიერად მსახურობენ.

 „უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და მოხალისეთა მოძრაობის დისკრედიტაციის მრავალრიცხოვანი მცდელობის მიუხედავად, ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ მერკანტილური ან პოლიტიკური მიზნებით 54-ე მექანიზებული ბრიგადის სუფთა სახელის გამოყენება დაუშვებელია“, — ნათქვამია განცხადებაში.

როგორც მამულაშვილმა დაწერა, უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები თავიდან ლეგიონის მებრძოლების დათხოვნას აპირებდნენ, ახლა კი პირდაპირ სამხედრო ჰოსპიტალიდან იმ დაჭრილების დეპორტირება სურთ, რომლებსაც  2017 წლის 16 დეკემბერის ოპერაციის დროს 54-ე ბრიგადის მეთაურის, ალექსეი მაისტრენკოს უკანონო ბრძანებესა და მოქმედებებზე სიმართლის თქმა შეიუძლიათ. განცხადებაში ნათქვამია, რომ „ქართული ლეგიონის“ წარმომადგენლებს მთელი ამუნიცია ჩამოართვეს.


ყველა ახალი ამბავი
0