ქართველების ჩხუბი საფრანგეთში დაჭრით დასრულდა - ეჭვმიტანილი დაკავებულია

© AP Photo / Christophe Enaფრანგული პოლიციის ოფიცრები დანაშაულის ადგილზე პარიზში
ფრანგული პოლიციის ოფიცრები დანაშაულის ადგილზე პარიზში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნასვამ ქართველებს შორის საქმის გარჩევა საფრანგეთში, თავშესაფრის მაძიებელთა ცენტრის ტერიტორიაზე მოხდა

თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. საფრანგეთში დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელიც თავისი თანამემამულის დაჭრაშია ეჭვმიტანილი, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი ფრანგულ მასმედიაზე დაყრდნობით.

ბოსფორის სრუტე - Sputnik საქართველო
თურქეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს: ბრალდებული ქართველია

ინციდენტი სამუშაოს მძებნელთა ცენტრის ტერიტორიაზე მოხდა. დაპირისპირების დროს ორივე ქართველი ნასვამი იყო. თანამემამულის დაჭრის შემდეგ ეჭვმიტანილი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილია 33 წლის მამაკაცი. ის საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში მიიყვანეს — აქვს რამდენიმე ჭრილობა, მათ შორის ერთი — ფილტვში.

მომხდარის შესახებ პოლიციას მედდამ აცნობა.

ეჭვმიტანილს მთელი ღამე ეძებდნენ. ის დილით ქალაქ ბრიუდის რკინიგზის სადგურ\ე დააკავეს.

ჩხუბის მიზეზი ჯერ დადგენილი არ არის.

 

ყველა ახალი ამბავი
0