გარდაიცვალა საქართველოს ელჩი ავსტრიაში

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსანთლები
სანთლები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ელჩი ავსტრიაში 58 წლის იყო

თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ავსტრიაში საქართველოს ელჩის, ასევე ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის, კონსტანტინე ზალდასტანიშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.

„ვუთანაგრძნობთ ბატონი კოტეს ოჯახს, მის მეგობრებს, კოლეგებს და მთლიანად საქართველოს სახელმწიფო აპარატს ამ დიდ დანაკარგს. ფასდაუდებელია ბატონი კოტეს უდიდესი ღვაწლი არა მხოლოდ ქართულ დიპლომატიაში, არამედ დამოუკიდებელი საქართველოს განვითარებასა და წინსვლაში. მის სახელს უკავშირდება ჩვენი ქვეყნის მრავალი წარმატება საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე", — ნათქვამია საგარეო უწყების ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ასევე აღნიშნულია, რომ ზალდასტანიშვილის გამოცდილება და სიბრძნე კიდევ დიდხანს გაჰყვება თანამედროვე და მომავალ თაობებს, სახელმწიფო სამსახურში მყოფ მის კოლეგებს, როგორც ქვეყნისათვის თავდაუზოგავი მოღვაწის სანიმუშო მაგალითი.

„დიდ მადლობას ვუხდით ბატონ კოტეს მისი უდიდესი ღვაწლისთვის, მეგობრობისა და გვერდში დგომისთვის", — აღნიშნულია განცხადებაში.

ყველა ახალი ამბავი
0